logo_geo
5 ფილმი, რომელიც წვიმიან ამინდში უნდა ნახოთ
- +

7 მაისი. 2022. 20:25

 

 

უკვე რამდენიმე დღეა, თბილისში გადაუღებლად წვიმს, შემოდგომის ამინდები შემოგვეჩვია. ამ ამინდს სახლში ყოფნა, ფილმების ყურება და წვიმით ტკბობა უხდება. თქვენთვის წვიმიანი ამინდების შესაფერისი ფილმების ხუთეული შევაგროვეთ, რომელსაც შემოდგომის ცივ დღეებში უნდა უყუროთ.

Falling Inn Love - შეყვარება

 

 

მართალია ფილმი ზაფხულის სიუჟეტზეა აგებული, თუმცა სიყვარულის ეს ისტორია შემოდგომას უხდება. ხელისუფლების წარმომადგენელი სან-ფრანცისკოდან პატარა სასტუმროს შეიძენს ახალ ზელანდიაში, სასტუმრო მიტოვებულია და მისი პატრონი ახალ მფლობელს დაუფიქრებლად გადასცემს. ფილმის მთავარი გმირი მიატოვებს ქალაქურ ცხოვრებას და ამ უძრავ ქონებას ერთი სიმპატიური მამაკაცის დახმარებით სრულიად ახალ სახეს მისცემს.

 

To All The Boys I've Loved Before - ყველა ბიჭისთვის ვინც ოდესმე მყვარებია

 

 

 

ლანა ჯინის წარმოსახვაში არსებული სასიყვარულო ცხოვრება რეალობად იქცევა, მისი დაწერილი წერილები მჟღავნდება, რომლებსაც იგი იმ ბიჭებს წერდა, ვინც კი ოდესმე ჰყვარებია, ლარა ჯინის ცხოვრება რადიკალურად იცვლება.

Definitely, Maybe - კი, არა, ალბათ

 

 

როდესაც უილი ქალიშვილს მისი და დედამისის გაცნობის ისტორიას უყვება აღმოაჩენს, რომ წარსულის გადახედვა შესაძლოა სამომავლო შანსად გადაიქცეს. მის ცხოვრებას ერთი დღე რადიკალურად ცვლის.

 

 

big_banner
არქივი