logo_geo
ორსულმა რიანამ გვიჩვენა მისი თავის მოვლის რუტინა
- +

8 მაისი. 2022. 21:02

 

 

რიანას ორსულობამ, მისი პიროვნების ირგვლივ აჟიოტაჟის დონით, აშკარად ათჯერ გადააჭარბა მისი ალბომების მიმართ პოტენციურ ინტერესს. გაბედულმა ვარსკვლავმა თამამად გადაწერა საორსულო მოდის ყველა წესი და სხვა "კლასიკური პარამეტრები". სად გინახავთ მომავალი დედა მეცხრე თვეში ძილის წინ სილამაზის რუტინის შესრულებას შამპანურის ბოკალით ხელში?

 

 

 

 

 

პროცედურები ვარსკვლავმა სოციალურ ქსელებში აჩვენა იმ ვიდეოში, რომელიც თაყვანისმცემლებს/გამომწერებსგაუზიარა რიანა სარკის წინ პოზირებდა ატლასის ცისფერი თეთრეულით და შორტით.

 

„მსურს მხოლოდ ვთქვა, რომ ყველგან შეხვდებით ქალებს, რომლებიც გასართობად უყურებენ დოკუმენტურ ფილმებს სერიული მკვლელების შესახებ და ფაქტიურად იძინებენ ნამდვილ კრიმინალურ პოდკასტებში, რადგან ეს მათ მოდუნებაში ეხმარება“, - ამბობს ის აუდიოჩანაწერში. ამასობაში ის მთელ სახეზე სვამს Cookies N Clean Whipped Daily დეტოქსიკაციის ნიღაბს, რასაც მოჰყვება Butta Drop Whipped Oil ტანის კრემი მისი Fenty Skin ბრენდისგან

 

 

მესამე და ბოლო ნაბიჯი არის ერთი ჭიქა ცქრიალა ღვინო. როგორც ჩანს, ASAP Rocky საყვარელი ქალი იწვევს გამომწერების პროვოცირებას, რაც ორსულობის შესახებ დისკუსიის მორიგ ტალღას გამოიწვევს.

 

 

 

 

big_banner
არქივი