logo_geo
თურქი მწერალი, ელიფ შაფაქი 40 წლის ასაკის მისტიკის შესახებ
- +

9 მაისი. 2022. 02:07

 

 

უსიყვარულო სიცოცხლე სიცოცხლე არ არის. ნუ ეკითხები საკთარ თავს, როგორ სიყვარულს ეძებ, სულიერსა თუ ხორციელს, ღვთიურსა თუ მიწიერს, დასავლურსა თუ აღმოსავლურს… ამგვარ გამიჯვნას მხოლოდ დაწვრილმანებისკენ მივყავართ. სიყვარული განსაზღვრებებს ვერ იტანს. იგი ის არის, რაც არის. სუფთა და მარტივი. სიყვარული სიცოცხლის წყალია, ხოლო შეყვარებული ადამიანი - ცეცხლის სული... სამყარო სხვაგვარად იწყებს ბრუნვას, როცა ცეცხლს წყალი შეუყვარდება”...

 

- ელიფ შაფაქი "სიყვარულის 40წესი"

 

...

 

თურქი მწერალი ელიფ შაფაქი 1971 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ სტრასბურგში დაიბადა. დაამთავრა ანკარის ტექნიკური უნივერსიტეტი. ცხოვრობს ამერიკასა და თურქეთში.

მშობლიური თურქულის გარდა ის წერს ინგლისურად. თანამშრომლობს ამერიკულ და ევროპულ პრესასთან.

 

მისმა რომანებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელს მსოფლიოში. ელიფ შაფაქის ნაწარმოებებს მინიჭებული აქვს ეროვნული პრემიები, მწერალ ქალს კი 2007 წელს თურქეთის წიგნების გამომცემელთა კავშირმა სიტყვის თავისუფლების პრემია მიანიჭა.

 

"სიყვარულის 40 წესი" ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანია. ორიგინალი 2009 წელს გამოიცა ამერიკაში, შემდეგ ითარგმნა 33 ენაზე, მათ შორის ქართულადაც.

 

მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 800 000-ზე მეტი ეგზემპლარი, აქედან 200 000 გამოცემიდან 1 თვეში გაიყიდა.

 

"სიყვარულის 40 წესი" დღემდე ინარჩუნებს ბესთსელერის სტატუსს თურქეთსა და საფრანგეთში.

 

ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ერთ პატარა ამონარიდს, რომელიც ნაწარმოების ერთერთ მთავარ პერსონაჟ, ელას ეძღვნება. მას რომანის მიხედვით 40 წელი უსრულდება. მწერალი ამ ასაკს საოცარ მისტიკასთან აკავშირებს და თვლის, ის ადამიანის ცხოვრებაში საუკეთესო ასაკია.

ძვირფასო ელა,

 

დაბადების დღეს გილოცავთ!

 

ორმოცი წელი მამაკაცისთვისაც და ქალისთვისაც შესანიშნავი ასაკია.

 

იცით თუ არა, რომ მისტიკოსები ამ რიცხვს ახალ საფეხურზე გადასვლისა და სულიერი გამოღვიძების სიმბოლოდ მიიჩნევენ?

 

დააკვირდით:

 

*როცა ვგლოვობთ, ორმოც დღეს ვგლოვობთ.

 

*როცა ბავშვი იბადება, მას ორმოცი დღე სჭირდება იმისთვის, რომ დედამიწაზე საცხოვრებლად მოემზადოს;

 

*როცა შეყვარებულები ვართ, ორმოცი დღე გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენს გრძნობებში დავრწმუნდეთ;

 

*წარღვნა ორმოც დღეს გრძელდებოდა;

 

*როცა წყალმა ქვეყანა წალეკა, მან, ამავდროულად მთელი სიბინძურეც ჩამორეცხა დედამიწასა და კაცთა მოდგმას, ყველაფრის თავიდან დაწყების საშუალება მისცა.

 

 

big_banner
არქივი