logo_geo
ამერიკულ მარკეტში 35$-ად შეძენილი ბიუსტი 2000 წლის რელიქვია აღმოჩნდა
- +

9 მაისი. 2022. 19:42

 

 

ამერიკელი ლორა იანგი, უკვე წყლებია ანტკვარულ ნივთებს აგროვებს, თუმცა ახლახანს მისი აღმოჩენა ბევრად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რამაც მსოფლიოს ყურადღება დაიმასახურა.

ამერიკულ მარკეტში 35 დოლარად შეძენილი ბიუსტი ექსპერტების თქმით დაახლოებით 2000 წლის უნდა ყოფილიყო. რომელზეც რომაელი სარდალი სექსტუს პომპეუსია გამოსახული.

 

"ბიუსტი 35 დოლარი ღირდა, ამიტომ არანაირი მიზეზი არ მქონდა, რომ შეძენაზე უარი მეთქვა, ამიტომ ბიუსტის შემოწმება და გამოკვლევა თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა განაცხადა ლორამ CNN-თან ინტერვიუში“.

 

ლორა ექსპერტებს დაუკავშირდა, რომლებმაც დაადგინეს, რომ ბიუსტი რომში იყო დამზადებული და მისი ასაკი დაახლოებით 2000 წლამდე უნდა ყოფილიყო. ექსპერტის თქმით, ლინდას მიერ შეძენილ ბიუსტზე რომაელი სარდალი სექსტუს პომპეუსია გამოსახული. ბიუსტი ერთწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე ამჟამად სან-ანტონიოს ხელოვნების მუზეუმშია და მსურველებს მისი ნახვა შეუძლიათ. თავად ლორა კი საკუთარი აღმოჩენით ამაყობს და თანახმაა, 2023 წლის მაისის შემდეგ ბიუსტი გერმანიაში გამოიფინოს.

 

 

 

big_banner
არქივი