logo_geo
გიყვართ ჟილეტი? - თქვენი დრო მოვიდა
- +

9 მაისი. 2022. 20:22

 

 

გარდერობში აუცილებლად გექნებათ შარვალი. ამის გარეშე შეუძლებელია როგორც საოფისე, ასევე საგარეო სტილი: კლასიკური სამეული უკვე დიდი ხანია გახდა იმდენად ტენდენციური სამოსი, რომ არც კი ღირს ტენდენციებში ჩაღრმავება. ამ სეზონზე დიზაინერები ორეულის ნაცვლად კოსტუმის ნაცვლად, სამეულზე მიგვანიშნებენ. მოდის ინფლუენსერები კი მის ტარებას პიჯაკის გარეშე და პერანგის უბრალო მაისურით შეცვლას გვთავაზობენ.

 

 

 

კოსტუმის ჟილეტი ბევრად უფრო სასარგებლო და მრავალმხრივი ნივთია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. გარდა იმისა, რომ მისი ტარება შესაძლებელია როგორც კოსტუმის ნაწილად, რამდენიმე სეზონის წინ, ქუჩის სტილის ვარსკვლავებმა დაიწყეს მისი გამოყენება დამოუკიდებლად - როგორც შიშველ სხეულზე, ისე მაისურზე. ჟილეტის ასე ჩაცმა ელეგანტურად და ამავდროულად სექსუალურად გამოიყურება. ჟილეტი და მაისური ერთმანეთთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მიახლოებული ტონებით (მაგალითად, თეთრი მაისური ნაცრისფერ ჟილეტთან), ან კონტრასტულად. ასეთი კომბინაციის ტარება შესაძლებელია როგორც კოსტუმთან ერთად , ასევე ჯინსებთან ან თუნდაც შორტებთან ერთად.

 

 

big_banner
არქივი