logo_geo
როგორ მიიღოთ ტონალურის იდეალური ფერი
- +

11 მაისი. 2022. 21:09

 

 

დაგვეთანხმებით, რომ ტონალურის შერჩევა ადვილი პროცესი არ არის! საკმაოდ რთულია ისეთი ტონის პოვნა, რომელიც იდეალურად ერწყმის თქვენს კანს წითლი ან ყვითელი შეფერილობის გარეშე. საბედნიეროდ, მოწინავე ტიკტოკერებმაც იპოვეს გამოსავალი ამ სიტუაციიდან!

 

სოციალური ქსელები დღეს არის სასარგებლო რჩევების ნამდვილი საბადო - სილამაზის ჩათვლით! და მაშინ, როცა ზოგიერთი მომხმარებელი პოზიციონირებს მაკიაჟის სრულ უარყოფაზე „სუფთა სილამაზის“ ტენდენციის სასარგებლოდ, სხვები იბრძვიან სრულყოფილი ტონალურის პოვნის გზებზე. და, როგორც ჩანს, სწორედ ეს მეთოდი ბოლოს და ბოლოს იქნა ნაპოვნი.

 

ბლოგერებმა გაარკვიეს, თუ რა უნდა დაემატოს ტონალურ საცხს, რათა მიაღწიოთ წარმოუდგენელ ეფექტს. ეს სილამაზის ჰაკი განსაკუთრებით აქტუალურია ზამთარში, მაშინ როცა ყველა თქვენი საზაფხულო ტონალური თბილი ტონებით შესამჩნევად განსხვავებულ ფერს ანიჭებს კანს. ასე რომ, ჩვენ ვამხელთ საიდუმლოს: გამოდის, რომ საკმარისია ჩვეულებრივ ტონალურს რამდენიმე წვეთი ლურჯი პიგმენტით მდიდანი ტონი დაუმატოთ. დიახ, და ნუ შეგაშინებთ ფერი! კანთან სრულყოფილი შერწყმის ეფექტი გადააჭარბებს თქვენს ყველა მოლოდინს.

 

რაში მდგომარეობს საიდუმლო?

ბლოგერები გვიჩვენებენ თუ როგორ მუშაობს ეს ხრიკი. სახის ერთ მხარეს ისვამენ ტონალურს ყოველგვარი მინარევების გარეშე, მეორე მხარეს კი კრემს მასში შერეული ლურჯი პიგმენტის წვეთებით. ამის საპირისპიროდ, ხედავთ, რომ მეორე შემთხვევაში, ტონი ისე იდეალურად ჯდება, რომ მისი გარჩევა კანის რეალური ტონალობიდან უბრალოდ შეუძლებელია. თუ ჩვენ რეკომენდაციას არ დაიჯერებთ, სცადეთ და დარწმუნდებით!

 

 

big_banner
არქივი