logo_geo
უბრალო გოგონადან კინოვარსკვლავობამდე - როგორ შეიცვალა სკარლეტ იოჰანსონის სტილი წლების განმავლობაში
- +

13 მაისი. 2022. 01:32

 

 

სკარლეტ იოჰანსონს ხშირად თანამედროვეობის მერილინ მონროს უწოდებენ. იგი ვუდი ალენის მუზა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალია. კინოში სკარლეტის დებიუტი 11 წლის ასაკში შედგა. მან ფილმში "ჩრდილოეთი" ითამაშა და მისი პარტნიორი გადასაღებ მოედანზე შონ კონერი გახდა.

 

მისი ყველა შემდგომი როლი შეუმჩნეველი დარჩა - აბსოლუტურად ჩვეულებრივი გარეგნობის მქონე უბრალო გოგონა რეჟისორებისა და პროდიუსერებისთვის არამიმზიდველად გამოიყურებოდა. სკარლეტს მთავარ როლებს არ ანდობოდნენ და ის მცირე ეპიზოდებითაც კმაყოფილი იყო. ამის გამო მოგვიანებით არაერთმა ცნობილმა რეჟისორმა ინანა, თავიდანვე რომ არ დაიწყო იოჰანსონთან თანამშრომლობა.

 

რომ არა ქალთა სოლიდარობა, მსოფლიო ვერასოდეს გაიგებდა სკარლეტ იოჰანსონის შესახებ. მსახიობი დღესაც სოფია კოპოლას მადლიერია, რომელმაც, ერთი შეხედვით, უბრალო, არაფრით გამორჩეულ გოგონას მთავარი როლი მისცა ფილმში "თარგმანში დაკარგული". ფილმმა ბევრი ჯილდო და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და სკარლეტზე საუბრობდნენ, როგორც პერსპექტიულ ახალგაზრდა მსახიობზე. შარლოტას როლისთვის სკარლეტმა მიიღო ნომინაციები პრესტიჟულ ჯილდოებზე: BAFTA-სა და ოქროს გლობუსზე.

 

 

როგორც ამბობენ, სწორედ ამ ფილმის შემდეგ დაიწყო გოგონამ საკუთარი იმიჯის შექმნა. დაიქირავა ცნობილი ვიზაჟისტები და სტილისტები. მალევე მან ვუდი ალენის ყურადღება მიიპყრო და მისი მუზაც გახდა. ფილმი "მატჩ პოინტი" იოჰანსონისა და ალენის პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი თანამშრომლობა იყო.

 

სწორედ ვუდი ალენის ფილმებიდან შენიშნა უამრავმა მაყურებელმა მისი დახვეწილი ნაკვთები, ქერა თმა და აღნაგობა. თავად მსახიობი საკუთარ გარეგნობას ძალიან აკრიტიკებს. თვლის, რომ დაბალია (163 სმ), აქვს არაბუნებრივი ხმა და ცელულიტი. თუმცა, თაყვანისმცემლები ხშირად ამბობენ, რომ იოჰანსონი საკუთარ თავს ზედმეტად მკაცრად უდგება. დროთა განმავლობაში მისი სტილი საოცრად შეიცვალა.

 

ახლა სკარლეტი ჰოლივუდის ერთ-ერთი ულამაზესი მსახიობი და მრავალი კოსმეტიკური და მოდის ბრენდის სახეა. გაჩვენებთ, როგორ შეიცვალა მისი სტილი დროსთან ერთად:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი