logo_geo
"სისხლიანი მთვარე" - როგორ შეცვლის თქვენს ცხოვრებას მისტიკური დაბნელება მორიელში
- +

13 მაისი. 2022. 02:14

 

 

16 მაისს მორიელის ნიშანში მთვარის სრული დაბნელება იქნება. დაბნელების მთლიანი ფაზის ხანგრძლივობა საათნახევარია – ამ დროს შეგიძლიათ დააკვირდეთ ღამის ვარსკვლავის მეწამულ დისკს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპისა და აფრიკის სამხრეთ ქვეყნებში. სწორედ ამ რეგიონებს მოუტანს "სისხლიანი" დაბნელება მნიშვნელოვან ცვლილებებს. ზოგადად კი, ამ ბუნებრივი ფენომენის გავლენა 16 მაისიდან 30 მაისამდე იგრძნობა, შემდეგ კი ტყუპების ნიშანში ახალი მთვარის პერიოდი დაიწყება. დაბნელება დახურავს დერეფანს, რომელიც 30 აპრილს დაიწყო და ეს უმნიშვნელოვანესი პერიოდია თითოეული ადამიანისათვის. ამ დროს შესაძლოა საბედისწერო მოვლენები მოხდეს, მაგრამ ცხოვრებაში პოზიტიური გარდაქმნების მისაღებად მნიშვნელოვანია წარსულისგან თავის დაღწევა და მომავლისთვის გზის დათმობა. მნიშვნელოვანია, შეცვალოთ თქვენი პრინციპები და მსოფლმხედველობა, იმუშაოთ ჩვევებსა და ქცევაზე.

 

ამავე პერიოდში შესაძლოა ნეგატიურმა ფიქრებმა, აზრებმა შეგაწუხოთ. გახშირდეს ჩხუბი და კონფლიქტური სიტუაციები. ამიტომ, ვარსკვლავები გირჩევენ, ფრთხილად იყოთ.

როგორ იმოქმედებს მთვარის დაბნელება ადამიანებზე?

 

"სისხლიანი მთვარე" უდიდეს გავლენას მოახდენს მორიელებზე, კუროზე, მერწყულსა და ლომზე. მაგრამ ამავდროულად, ზოდიაქოს ყველა ნიშანი იგრძნობს ცვლილებებს. ეს არის შანსი თითოეული ადამიანისთვის, დაიწყოს დრამატული ცვლილებები საკუთარ ცხოვრებაში, შეიძინოს ახალი, ჯანსაღი ჩვევები, თავი დაანებოს წარსულზე ფიქრსა და იმ ადამიანებს, რომლებთან ურთიერთობაც აღარ გამოსდით. დაბნელება ორშაბათს მოხდება და ამ დროს ემოციების ზღვაა მოსალოდნელი. ამიტომ, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მაქსიმალურად აკონტროლოთ საკუთარი ემოციური ფონი, რადგანაც კონფლიქტების მაღალი რისკია. თანაც, მსგავს შემთხვევაში, დიდია ალბათობა, რომ ადამიანებს სამუდამოდ აწყენონოთ. კარგად დააკვირდით თითოეულ სიტყვასა და ქმედებას, თუ არ გსურთ, რომ კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

რა არის აკრძალული ამ პერიოდში?

 

"სისხლიანი მთვარის" პერიოდში თითოეულმა ადამიანმა უნდა გააკონტროლოს საკუთარი ქცევა და თავი შეიკავოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ზიანი მიაყენოთ როგორც თქვენს თავს, ასევე სხვებსაც. მთვარის დაბნელების დროს რეკომენდებული არ არის შემდეგი აქტივობები:

 

არ ღირს ახალ ადამიანებთან კომუნიკაცია, რადგან შესაძლოა ეს ნაცნობობა თქვენთვის სასარგებლო არ აღმოჩნდეს.

უმჯობესია შეწყვიტოთ ალკოჰოლის მიღება.

არ ღირს გარისკვა, ნაჩქარევი და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება.

ამ პერიოდში ჯობს, მოუსმინოთ თქვენს გონებას და არა შინაგან ხმას.

არ არის რეკომენდებული დიდი შესყიდვები და გაუთვალისწინებელი ხარჯები.

ამ დროს არ უნდა დაგეგმოთ მოგზაურობა, გადაადგილება და მივლინებები.

ყველა რეკომენდაციის დაცვით, შეგიძლიათ „სისხლიანი მთვარის“ უარყოფითი გავლენა შეამციროთ თქვენს ცხოვრებაზე და თავიდან აიცილოთ პრობლემები.

ასევე, 16 მაისს, განსაკუთრებით გაგიჩნდებათ თვითგამორკვევის სურვილი. თუმცა, თვითკრიტიკამ ხელი არ უნდა შეუშალოს თქვენი მიზნების მიღწევას. გარდა ამისა, ეს შესანიშნავი პერიოდია ახალი ბიზნესის დასაწყებად. შეგიძლიათ ბიზნესის დაგეგმვა, საინტერესო ჰობის აღმოჩენა.

 

 

big_banner
არქივი