logo_geo
თმის აქსესუარი, რომელიც კვლავ მოდაში დაბრუნდა - როგორ ვატაროთ სეზონის ყველაზე მოთხოვნადი ნივთი
- +

14 მაისი. 2022. 20:43

 

 

ყოველ სეზონზე კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ მოდა ბრუნავს. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც 90-იანი და 2000-იანი წლების სულ უფრო მეტი ტენდენცია გვიბრუნდება. ეს ეხება როგორც ტანსაცმელს, ასევე აქსესუარებს. მაგალითად, 2022 წელს კვლავ აქტუალური და მოთხოვნადია, მძივებიანი სამკაულები, მარგალიტის ყელსაბამები და ყველა სახის თმის აქსესუარი. ფერად თმის სამაგრებთან და მოცულობით ელასტიურ რეზინთან ერთად, ე.წ. აბადოკიც დაგვიბრუნდა. ეს აქსესუარი განსაკუთრებით პოპულარული 2000-იან წლებში იყო. დღეს კვლავ პიკშია და შესაძლოა, იმიჯის განუყოფელ ნაწილადაც აქციოთ.

 

 

გასულ სეზონზე აღნიშნული ტენდენცია Prada-მ დააბრუნა და მალევე, თმის აქსესუარი, ე.წ. აბადოკი, უამრავმა ცნობილმა ადამიანმა და ქუჩის სტილის მოყვარულმა მოირგო. ის შეიგიძლიათ ატაროთ მაშინ, როცა შარვალი და პიჯაკი, ჯინსი, კაბები - ნებისმიერი სამოსი გაცვიათ და გახადოთ დამატებითი, მოდური ელემენტი. გასათვალისწინებელია ფერები, რომლებიც ამ სეზონზე განსაკუთრებით პოპულარულია. აირჩიეთ ნათელი ფერები, მათ შორის, მწვანე, იასამნისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი ან ლურჯი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი