logo_geo
ჟურნალისტობიდან დედოფლობამდე: როგორ გახდა ლეტიცია ორტისი ესპანელების საყვარელი დედოფალი
- +

15 მაისი. 2022. 00:19

 

 

2014 წლის 18 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი ტახტიდან გადადგა და ადგილი შვილს, ფილიპე VI-ს დაუთმო. ეს ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა არა მხოლოდ ესპანელებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. თუმცა, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მედიაში ხშირად იწერებოდა, დედოფლ ლეტიციას შეეხებოდა, რომელიც სრულიად განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობდა იქამდე, ვიდრე ესპანეთის დედოფალი გახდებოდა.

 

 

ლეტიცია ორტისს განსაკუთრებული, დიდგვაროვნული წარმომავლობა არ ჰქონია. მისი ბაბუა ტაქსის მძღოლი იყო, მამა ჟურნალისტი, დედა კი - მედდა. საინტერესოა, როგორ მოახერხა მან პრინცის მოხიბვლა:

 

ლეტიცია ჟურნალისტიკაში ბავშვობიდან ჩაერთო. 10 წლის ასაკში უკვე ესპანეთის რადიოს გადაცემებში მონაწილეობდა. მადრიდის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლისას გოგონა გაზეთში მუშაობდა და დიპლომის მიღების შემდეგ ტელევიზიაში ჯერ კორესპონდენტად, შემდეგ კი ახალი ამბების წამყვანად დაიწყო მუშაობა. ორტისი მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს, ინციდენტებს, კატასტროფებს, მათ შორის ტერორისტულ თავდასხმებს აშუქებდა.

 

 

1998 წლის აგვისტოში ლეტიცია თავის პირველ სიყვარულს, სკოლის ლიტერატურის მასწავლებელს ალონსო გერერო პერესს გაჰყვა ცოლად, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდა. მაგრამ, ერთი წლის შემდეგ მათი ქორწინება დაიშალა.

 

2002 წლის ნოემბერში გოგონა მივლინებით ესპანეთის ჩრდილოეთში გაემგზავრა, სადაც სადილის დროს პრინც ფილიპეს შეხვდა, რომელიც სამეფო ოჯახის სახელით სასაუბროდ მივიდა. სწორედ აქედან დაიწყო მათი ურთიერთობა. 2003 წლის 1 ნოემბერს, იმ დღეს, როდესაც წყვულის შეხვედრიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა, სამეფო ოჯახში ქორწილის შესახებ განაცხადეს. იქამდე ნიშნობა შედგა, რასაც უამრავი ადამიანი დიდი

 

 

ინტერესით აკვირდებოდა. მალევე ლეტიციამ ტელევიზიაში სამსახური დატოვა და სასახლეში გადავიდა საცხოვრებლად.

 

 

ქორწილი 2004 წლის გაიმართა. მომავალმა დედოფალმა სპილოს ძვლისფერი კაბა აირჩია, თმაზე კი ბრილიანტის ტიარა ამშვენებდა, რომელიც დედოფალ სოფიას ეკეთა. წყვილის ქორწილს მთელი მსოფლიოდან 1,5 მილიარდმა ადამიანმა უყურა.

 

2005 წლის 31 ოქტომბერს მათ პირველი ქალიშვილი, ლეონორი შეეძინათ, ხოლო 2007 წლის აპრილში ლეტიციას მეორე ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც დედოფალი სოფიას სახელი დაარქვეს.

 

ლეტიცია მალევე მთელ მსოფლიოში შეიყვარეს. ის არაერთხელ მოხვდა ყველაზე ელეგანტური ცნობილი ქალების სიაში. თუმცა, მას ძალიან უყვარს ესპანური ბრენდების სამოსის ჩაცმა და ისეთი ლუქების აწყობა, რომლებიც ყველა, საშუალო შემოსავლის გოგონას შეუძლია. ამ უშუალო დამოკიდებულების გამო, მას ძალიან ბევრი ქალი მისაბაძ მაგალითად თვლის. კარგი გემოვნება, დახვეწილი, თავაზიანი საუბარი მას მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ ქალად ხდის.

 

 

რა თქმა უნდა, მის ირგვლივაც უარმავი უარყოფითი კომენტარი და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. მაგალითად, 2008 წელს ქალმა რინოპლასტიკა ძგიდის გასასწორებლად გაიკეთა და ამის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. თუმცა, დედოფალი ლეტიცია დღეს ყველა ქალს არწმუნებს, რომ სულაც არ არის აუცილებელი მილიონობით დოლარი იმისათვის, რომ მოდურად გამოიყურებოდე და სავსებით შესაძლებელია ისიც, რომ ერთი უბრალო ოჯახიდან დედოფლის სტატუსამდე მიხვიდე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი