logo_geo
მეცნიერებმა მთვარიდან ჩამოტანილ მიწაში მცენარეები პირველად გაზარდეს
- +

15 მაისი. 2022. 23:11

 

 

მეცნიერებმა პირველად გაზარდეს მცენარე მთვარის გრუნტში. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ექსპერიმენტი აშშ-ში, ფლორიდის უნივერსიტეტში ჩატარდა. მკვლევარებმა 1969-1972 წლებში, მთვარეზე მისია „აპოლონის“ დროს შეგროვილი ნიადაგი გამოიყენეს, რომელშიც კრეს-სალათის მონათესავე სახეობის თესლები დათესეს. მცენარემ უკვე ორ დღეში გაიხარა.

 

ამასთან, მთვარისა და დედამიწის ნიადაგზე გაზრდილი კრესი მეექვსე დღემდე პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა. ამის შემდეგ, მთვარის მიწაში მოყვანილმა მცენარეებმა უფრო ნელა დაიწყეს განვითარება. ამის მიუხედავად, მეცნიერები ამბობენ, რომ ექსპერიმენტის შედეგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს დიდი ნაბიჯია ადამიანის მთვარეზე ხანგრძლივი ყოფნის შესაძლებლობისთვის, შორეულ მომავალში კი დედამიწაზე საკვების დეფიციტის პრობლემის გადაწყვეტაში დაგვეხმარება.

NASA მთვარეზე პილოტირებულ ფრენას 2025 წელს გეგმავს. წარმატების შემთხევაში, ადამიანები მთვარეზე 1972 წლიდან პირველად აღმოჩნდებიან.

 

 

big_banner
არქივი