logo_geo
დრო არავის ინდობს - როგორ გამოიყურება ანჯელინა ჯოლი
- +

16 მაისი. 2022. 01:14

 

 

საიდუმლო არ არის, რომ ანჯელინა ჯოლი სილამაზის ნამდვილ იდეალად არის აღიარებული. თუმცა დრო კინოვარსკვლავებისთვისაც დაუნდობელია - ამის მაგალითი მსახიობის სურათებია.

46 წლის ანჯელინა ჯოლი არაერთხელ იქნა აღიარებული მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მსახიობად, ასევე ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ქალად. მიუხედავად მრავალი ტიტულისა, დროს ვარსკვლავზე ისევე, როგორც ყველა ჩვენგანზე, უზარმაზარი გავლენა აქვს. ბოლო წლებში ჯოლი მუდმივად სტრესის ქვეშაა - საყვარელი ადამიანების გარდაცვალება, ბრედ პიტთან განქორწინება, შვილებზე პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ცხოვრებისეული პრობლემები ყველა ადამიანზე მოქმედებს.

 

 

ინტერნეტში მუდმივად განიხილავენ, თუ როგორ დაიკლო ანჯელინამ წონაში და ეტყობა თითოეული ის წელი, რაც უკან ჩამოიტოვა. პაპარაცების მიერ გადაღებული ახლო კადრები აჩვენებს, რომ ის ბოლო დროს არც ისე შთამბეჭდავად გამოიყურება.

 

დაღლილი მზერა, ნაოჭები - ამბობენ, რომ მსახიობი თავის ასაკთან შედარებით უფრო დიდი ასაკის ჩანს. თუმცა, არავის შეუძლია მისი გაკრიტიკება იმის გამო, რომ მუდმივად კოსმეტოლოგის კაბინეტში არ ზის. ეს თითოეული ადამიანის არჩევანია. ახლა მთავარია ჯოლიმ სიმშვიდე მოიპოვოს და პირადი პრობლემები მოაგვაროს.

 

 

ამ ფოტოებზე მსახიობი ახლო კადრშია გადაღებული, რაც საშუალებას გაძლევთ ნახოთ, როგორ შეიცვალა ის ბოლო დროს.

 

 

 

big_banner
არქივი