logo_geo
ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის: პროდუქტი, რომელიც ყველა ქალმა უნდა შეიტანოს კვების რაციონში
- +

16 მაისი. 2022. 20:51

 

 

ეს პროდუქტი დიდი ხანია განიხილება გულისა და ტვინის, თმისა და ფრჩხილებისთვის სასარგებლო ელემენტების წყაროდ, ასევე დიეტებში შეუცვლელ კომპონენტად. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქალებისთვის მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

 

ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრება არის ის, რისკენაც ბევრი ისწრაფვის და თუ ის გარკვეულ ცხოვრების წესს მოიცავს, უმჯობესია, რაც შეიძლება ადრე დაიწყოთ მისი დაცვა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ერთი ჯანსაღი ჩვევა აუცილებლად ყველა ქალმა უნდა შეიძინოს. ეს ეხება გარკვეული კატეგორიის პროდუქციის რეგულარულ მოხმარებას.

 

 

ცნობილია, რომ კაკალი და მზესუმზირა დაკავშირებულია მეორე ტიპის დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დაბალ რისკთან. ეს არის თეორიის კიდევ ერთი განმტკიცება, რომ კაკლის ჭამა შეიძლება დაგეხმაროთ სიცოცხლის სიჯანსახისა და ხანგრძლივობის გაზრდაში.

 

ზოგადად, თხილეული ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მათგან განსაკუთრებით გამორჩეულია ნიგოზი. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ნიგოზი ეხმარება ქალებს, რომლებსაც ძუძუს კიბო აქვთ. მარშალის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეში 50 გრამი ნიგოზის მიღება, დაახლოებით ორი კვირის, განმავლობაში ანელებს მკერდის კიბოს განვითარებას ან ამცირებს ამ დაავადების რისკს. ნიგოზის მოხმარება შეიძლება სასარგებლო იყოს ადამიანებში სარძევე ჯირკვლის კიბოს გაჩენის ან რეციდივის წინააღმდეგ საბრძოლველად“.

 

ამერიკის კიბოს კვლევის ინსტიტუტის თანახმად, კაკალს აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისებები და ეს ეხება ყველა სახეობას, მაგრამ მეცნიერებმა ბერძნული კაკალი უფრო დეტალურად შეისწავლეს, ვიდრე სხვა სახეობები და აღმოჩნდა, რომ მასში კიბოს პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ელემენტებია. გარდა ამისა, კაკალი შეიძლება იყოს ეფექტური დიეტური საშუალება. ის მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ააქტიურებენ ცხიმების წვის პროცესს და ანელებენ მათი „დეპონირების“ პროცესს. ის ასევე ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს და ანთებას. ოქსიდაციური სტრესი არის პროცესი, რომლის დროსაც არასტაბილური მოლეკულები, რომელსაც თავისუფალ რადიკალებს უწოდებენ, იწვევს სხეულის უჯრედების დაზიანებას. მისმა ეფექტებმა შეიძლება ხელი შეუწყოს რიგ ნეიროდეგენერაციულ მდგომარეობას, როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადება და პარკინსონის დაავადება.

 

ზოგიერთი დიეტოლოგი თვლის, რომ კაკლისა და მზესუმზირის გონივრული მიღება ორგანიზმის გაჯერებას უწყობს ხელს და მადას აქვეითებს. თუმცა, სპეციალისტები ფიზიკურ აქტივობასა და ვარჯიშებს ამ პროცესში გადამწყვეტ როლს ანიჭებენ.

 

 

big_banner
არქივი