logo_geo
კაბა პიტნის ელფერით - ჯენიფერ კონელის გაბრწყინება კანის ფესტივალის წითელ ხალიჩაზე
- +

20 მაისი. 2022. 01:50

 

 

კანის 2022 წლის კინოფესტივალის პირველი დღის ერთ-ერთი დიდი პრემიერა გახლდათ ფილმი ტომ კრუზის მონაწილეობით "Top Gun: Maverick", რომელშიც ქალის მთავარ როლს დახვეწილ ჯენიფერ კონელის ასრულებს. ყოველ ჯერზე გაკვირვებულები ვართ - როგორ ჯდება ეს არისტოკრატული გარეგნობის ვარსკვლავი ასე ოსტატურად ფილმებში, სადაც უხეში ბრძოლები და გარჩევებია? ასეთი გარეგნობით მან ალბათ უნდა ითამაშოს დრამებში და ისტორიულ ფილმებში.

 

 

ჩვენ ასევე აღფრთოვანებული ვართ იმ ერთგულებით, რომლსაც მეგობრის ნიკოლას გესკიერთან მიმართებით იჩენს და ირჩევს Louis Vuitton-ის შემოქმედებას მისი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მოვლენისთვის (მეორე ასეთი ცნობილი ადამიანი საფრანგეთის პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონია). ასე რომ, კონელი ევროპაში ახალი ფილმის გრანდიოზულ პრეზენტაციაზე Louis Vuitton-ის ბოლო საკრუიზო კოლექციიდან კაბით მივიდა.

 

 

 

 
big_banner
არქივი