logo_geo
ბრიტანეთში ქმნიან ფეხსაცმელს, რომელიც ბავშვის ზრდის პარალელურად იზრდება
- +

21 მაისი. 2022. 01:25

 

 

ბრიტანული სტარტაპი Pip & Henry ქმნის ბავშვის სპორტულ ფეხსაცმელს, რომელიც ბავშვის ზრდის პარალელურად იზრდება. ფეხსაცმელს 3,5 ნახევარი ზომით გადიდება შეეძლება, ვიდრე ბავშვს საბოლოოდ დაუპატარავდება.

 

იდეის ავტორები აცხადებენ, რომ გამოგონება კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად იქნება სასარგებლო. მათი თქმით, ერთი წყვილი ფეხსაცმლის ხმარების ვადა სულ მცირე ორჯერ გაიზრდება.

 

ბრენდის შემქმნელის, ჯერუ დუდმალის განცხადებით, იდეა მას შვილის გაჩენის შემდეგ დაებადა. ახლა Pip & Henry-ში ფეხსაცმლის ძირების ვარიანტებზე მუშაობენ. ეკოფეხსაცმელი დახლებზე 2023 წლიდან უნდა გამოჩნდეს.

 

იდეის ავტორები აცხადებენ, რომ ფასი მაქსიმალურად დაბალი იქნება, რათა ბევრმა ოჯახმა შეძლოს მათი ფეხსაცმლის შეძენა.

 

 

 

big_banner
არქივი