logo_geo
55 წლის ჩინელი 40 წელია, ერთსა და იმავე უნივერსიტეტში ჩარიცხვას ცდილობს
- +

21 მაისი. 2022. 01:25

 

 

ჩინეთში მცხოვრები 55 წლის ლიან ში, 40 წელია სიჩუანის უნივერსიტეტში ჩარიცხვას ცდილობს, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდა. 26 მცდელობის მიუხედავად, მან გამსვლელი ქულის აღება ვერც ერთხელ ვერ შეძლო.

 

 

პირველად ლიან შიმ უნივერსიტეტში 1983 წელს ვერ ჩააბარა. მას შემდეგ ის ყოველ წელს აბარებდა გამოცდებს, ვიდრე ქვეყანაში არ შემოიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტში ჩაბარება მხოლოდ 25 წლამდე პირებს შეეძლოთ.

 

 

2001 წელს კანონი გაუქმდა და ლიან შიმ ჩარიცხვის მცდელობები გააგრძელა. თავდაპირველად ის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას აპირებდა, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ჩაბარება უფრო ადვილია. 2021 წელს ლიან შიმ 750-დან 403 ქულა მიიღო, გამსვლელი ქულა კი 521 იყო.

 

 

გამოცდების ჩაბარებისგან თავისუფალ დროს ლიან ში ქალაქ ჩენდუში სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიას ხელმძღვანელობს.

 

 

big_banner
არქივი