logo_geo
სამი უიღბლო ქორწინება, რთული თინეიჯერობა და საკუთარი ნებით გაკეთებული ოპერაციები - ანჯელინა ჯოლის ცხოვრების გზა
- +

22 მაისი. 2022. 01:17

 

 

ანჯელინა ჯოლი მსოფლიოში უამრავი ადამიანისათვის საყვარელი მსახიობი და ადამიანია. სამსახიობო ნიჭის გარდა, ცნობილია ქველმოქმედებითა და გაჭირვებულებზე უანგარო ზრუნვით. ჯოლი უკვე რამდენიმე წელია გაეროს კეთილი ნების ელჩია და უამრავ ადამიანს ეხმარება. "ოსკარის", სამი "ოქროს გლობუსის" და აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის ორი ჯილდოს მფლობელია. სხვათა შორის, ანჯელინა ჯოლი პირველი მსახიობია ისტორიაში, რომელმაც ოქროს გლობუსი ზედიზედ სამი წლის განმავლობაში მოიგო. მისი დებიუტი კინოში 1982 წელს შედგა. მან კომედიურ ფილმში "გამოსავლის ძიებაში" ითამაშა, თუმცა პოპულარობა ფილმით "ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი" და ამავე ფილმის მეორე სეზონით მოიპოვა.2009, 2011 და 2013 წლებში, ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, ჯოლი ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დასახელდა. მისი კომერციულად ყველაზე წარმატებული ფილმები იყო: "მალეფისენტი" (758 მილიონი აშშ დოლარი მსოფლიო მასშტაბით), "მისტერ და მისის სმიტები" (478 მილიონი აშშ დოლარი მსოფლიოში), "განსაკუთრებით საშიში" (341 მილიონი აშშ დოლარი), "ტურისტი" (278 მილიონი აშშ დოლარი).თუმცა, მისი ცხოვრება საკმაოდ რთული იყო, ჯერ კიდევ ბავშვობიდან. გთავაზობთ ჯოლის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტებსა და დეტალებს, რომლებსაც მისი ბიოგრაფია ინახავს.

 

 

მომავალი მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ანჯელინა ჯოლი 1975 წლის 4 ივნისს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში დაბადა, ცნობილი ამერიკელი მსახიობის ჯონ ვოიტისა და ფრანგი-კანადელი მსახიობის მარშელინ ბერტრანის ოჯახში.

 

 

წარმოშობის წყალობით, ჯოლიმ მემკვიდრეობით რამდენიმე ეროვნების სისხლი მიიღო: მამის მხრიდან - სლოვაკური და გერმანული, დედის მხრიდან - ფრანგული, კანადური და ჰოლანდიური.

 

 

ანჯელინას ჰყავს უფროსი ძმა, ჯეიმს ჰევენი. ჯოლის მშობლები 1976 წელს განქორწინდნენ. ერთი წლის ანჯელინა, დედასთან და ძმასთან ერთად ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. ერთი წლის შემდეგ ვოიტმა ფილმში "სახლში დაბრუნება" შესრულებული როლისთვის "ოსკარის" ჯილდო მიიღო. ბერტრანი კი იძულებული გახდა, საკუთარი ოცნებები წარმატებულ სამსახიობო კარიერაზე მიეტოვებინა და მთელი დრო შვილების აღზრდისთვის დაეთმო.

ბავშვები ხშირად დაჰყავდა კინოში, რამაც ანჯელინას პატარაობიდანვე გაუღვივა ამ სფეროსადმი ინტერესი. ყოველ შემთხვევაში, წლების შემდეგ ჯოლიმ ეს დაასახელა მიზეზად, რომ მსახიობი გახდა, და არა მამის წარმატებული კარიერა.

 

 

როდესაც ანჯელინა 11 წლის იყო, ოჯახი ლოს-ანჯელესში დაბრუნდა, სადაც ჯოლი ორი წლის განმავლობაში ლი-სტრასბერგის კინოსკოლაში სწავლობდა. ასევე დადიოდა ბევერლი-ჰილზის საშუალო სკოლაში. ანჯელინა ჯგუფში ერთადერთი სტუდენტი არ იყო, ვისაც მსახიობობა სურდა, ამიტომაც, კონკურენციის პირობებში უწევდა ყოფნა. მისი თავდაჯერებულობა კიდევ უფრო დაზარალდა მას შემდეგ, რაც ყველა მცდელობა, მოდელი გამხდარიყო, წარუმატებელი აღმოჩნდა. მოგვიანებით ჯოლიმ აღიარა, რომ იმ დროს თავს ძალიან დეპრესიულად და უბედურად გრძნობდა, სჯეროდა, რომ "უსარგებლო" იყო და, შედეგად, სხეულის დაზიანება დაიწყო. ერთხელ CNN-თან ინტერვიუში მან ასეთი რამ თქვა: "დანებს ვაგროვებდი და ირგვლივ ეს ნივთები სულ მქონდა. შესაძლოა, სხეულის დაზიანება და ამით საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენება, ერთგვარი თერაპიაც კი იყო", - ამბობს ანჯელინა.

ამავე ასაკში ჯოლის სულ შავი ტანსაცმელი ეცვა, თმას წითლად იღებავდა და როგორც თავად იხსენებს, საკუთარი თავი სძულდა. ჯოლი არ მალავს იმ ფაქტს, რომ ნარკოტიკებსაც იყენებდა. 1996 წელს The Daily Mirror-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ 20 წლის ასაკში თითქმის ყველაფერი სცადა, რაც შესაძლებელი იყო. 2011 წლის სატელევიზიო შოუში "60 წუთი" აღნიშნა, რომ "მძიმე დრო" გამოიარა და ძალიან გაუმართლა, რომ ახალგაზრდა ასაკში არ გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი