logo_geo
ლიმონიანი წყალი და აგავის წვენი - როგორ დაიკლო ზედმეტი კილოგრამები მეგან მარკლმა მშობიარობის შემდეგ
- +

25 მაისი. 2022. 01:10

 

 

სულ ცოტა ხნის წინ მეგან მარკლი მეორე შვილის, ლილიბეტის დედა გახდა. მშობიარობისას მან წონაში მოიმატა, თუმცა ამაზე არ უდარდია, რადგან პირველი შვილის, არჩის გაჩენის შემდეგ მან ძალიან მალე მოახერხა ფორმაში ჩადგომა, ამისთვის კი რამდენიმე პროდუქტს იყენებდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ მეგან მარკლის შესახებ არაერთი ჭორი ვრცელდება, ფაქტი ერთია - ის ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. ჰერცოგინია წონაში მხოლოდ ორსულობისას იმატებს, თუმცა სასურველ ფორმას ყოველთვის სწრაფად იბრუნებს. კამერების წინ ბოლოდროინდელი გამოჩენის შემდეგ ტაბლოიდები წერენ, რომ მეგანი მშობიარობის შემდეგ აქტიურად ცდილობს წონაში კლებას და ამ მიზნამდე ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის.

როგორც არაერთი გამოცემა წერს, მეგან მარკლის დილა ერთი ჭიქა თბილი წყლითა და ლიმონით იწყება. ეს, როგორც უკვე ბევრმა კარგად იცის, აღვიძებს ორგანიზმს და აჩქარებს საჭმლის მონელების პროცესებს. ამას მოჰყვება საყვარელი შვრიის საუზმე, ჩვეულებრივ, ნუშის და სოიოს რძით, ხოლო შაქრის შემცვლელად მეგანი ბანანს, ან აგავის წვენს იყენებს. გარდა ამისა, ჰერცოგინია ხშირად მიირთმევს ომლეტს ყველითა და მწვანილებით.

 

 

big_banner
არქივი