logo_geo
პოლ მაკარტნის კონცერტზე ჯონი დეპთან ერთად გადაღებული ვიდეო გაუშვეს
- +

1 ივნისი. 2022. 00:16

 

 

პოლ მაკარტნის კონცერტზე ჯონი დეპთან ერთად გადაღებული ვიდეო გაუშვეს. ეს განიხილეს, როგორც მსახიობის მხარდაჭერა ამბერ ჰერდის სასამართლო პროცესის ფონზე The Beatles-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, პოლ მაკარტნის კონცერტზე, ორლანდოში, აჩვენეს ვიდეო, რომელშიც ჯონი დეპი მონაწილეობდა.

 

2012 წლის ვიდეო, რომელშიც ჯონის გარდა ნატალი პორტმანიც თამაშობდა, ეკრანზე გამოჩნდა მაკარტნის უკან, როდესაც ასრულებდა სიმღერას My Valentine. ამ გზით მუსიკოსმა მხარი დაუჭირა ჯონი დეპს, ამბერ ჰერდთან სასამართლო პროცესის ფონზე. მაყურებელი ჯონი დეპთან ერთად გადაღებულ ვიდეოს მხურვალე აპლოდისმენტებით შეხვდა. თავად მუსიკოსს კი, ვიდეოზე კომენტარი არ გაუკეთებია. ვიდეოში ჯონი დეპი და ნატალი პორტმანი თარგმნიან სიმღერის ტექსტს ჟესტურ ენაზე. ვიდეოს იდეა მაკარტნის ქალიშვილს, სტელას გაუჩნდა.

 

 

ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო პროცესი მთელი პროცესის განმავლობაში პრესის ყურადღების ცენტრში იყო. სასამართლო პროცესის ფარგლებში ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მისცა ჩვენება. მათ შორის იყვნენ ჯონი დეპის ყოფილი მეგობარი ქალები - ქეით მოსი და ელენ ბარკინი.

 

ამბერ ჰერდის ყოფილმა შეყვარებულმა, მილიარდერმა და SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა ჩვენება არ მისცა, მაგრამ ტვიტერზე ისაუბრა ამ საქმესთან დაკავშირებით. ჯონი დეპი ამბერ ჰერდს ცილისწამებისთვის უჩივის მას შემდეგ, რაც მსახიობმა ოჯახში ძალადობაზე ისაუბრა. მორალური კომპენსაციის სახით მსახიობი ყოფილი მეუღლისგან 50 მილიონ დოლარს ითხოვს. სოციალური ქსელების მომხმარებლები ყურადღებით ადევნებენ თვალს სასამართლო პროცესს: ბევრი ჯონი დეპის მხარეს დადგა და დაიწყო ამბერ ჰერდის შანტაჟი. მას და მის ერთი წლის ქალიშვილს სიკვდილით დაემუქრნენ. დეპისა და ჰერდის საქმეზე სასამართლო პროცესი 27 მაისს დასრულდა, საბოლოო განაჩენს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დღეს, ანუ 31 მაისს გამოიტანს.

 

 

 

big_banner
არქივი