logo_geo
პაპარაცებმა ელტონ ჯონი გუჩის ორეულით შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლში დააფიქსირეს
- +

3 ივნისი. 2022. 21:02

 

 

ახლახანს ინტერნეტ სივრცე სერ ელტონ ჯონის ფოტოებმა მოიცვა, მუსიკოსის ჯანმრთელობის პრობლემები კვლავ შეექმნა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაპარაცებმა კი დააფიქსირეს როგორ ტოვებდა გუჩის ორეულში გამოწყობილი მუსიკოსი საავადმყოფოს შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლით.

 

იმის მიუხედავად რომ მუსიკოსი თავს კარგად არ გრძნობს, მუსიკალურ ცხოვრებას მაინც აგრძელებს, ახლაც ერთ-ერთი ტურნეს დროს თავი ცუდად იგრძნო რის გამოც შესვენება გადაწყვიტა.

 

შეგახსენებთ რომ 4 ივნისს, დიდ ბრიტანეთში დედოფალი ელისაბედის გამეფებიდან 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად გრანდიოზული კონცერტია დაგეგმილი, სადაც ელტონი ჰედლაინერი უნდა იყოს. იმედია მუსიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მისცემს, დაგეგმილი კონცერტები გაგრძელოს. ამ ეტაპზე უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი ინგლისელი პოპ და როკ-მუსიკოსი, მომღერალი და კომპოზიტორი. კარიერის მანძილზე ჯონმა გაყიდა 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი, რამაც იგი აქცია ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად . მისი სინგლი „Candle in the Wind 1997“ გაყიდულია 33 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით და წარმოადგენს მუსიკოსის ყველაზე გაყიდვად სინგლს ბრიტანეთის ჩარტების და ბილბორდის ცხელი ასეულის ისტორიაში.

 

ჯონი 1994 წელს შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. 1996 წელს მას დედოფალ ელისაბედ II-ის მიერ მუსიკაში და საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის კომანდორის და რაინდის წოდება. წარსულში გამოსულა რამდენიმე სამეფო ღონისძიებაზე, როგორიც იყო პრინცესა დაიანას დასაფლავების ცერემონია (1997)წელს. და ასევე 2002 წელს დედოფლის ალმასის იუბილეზე.

 

 

big_banner
არქივი