logo_geo
ნათელი ფერის მონოქრომული სტილი - 2022 წლის ზაფხულის ყველაზე მოთხოვნადი ტრენდი და იდეები თქვენი შთაგონებისთვის
- +

5 ივნისი. 2022. 22:58

ფერთა წარმატებული კომბინაციები ყოველთვის მარტივი შესაქმნელი არ არის და რომელი ტონი უხდება მეორეს და რომელი - პირიქით, რთული ამოცანაა ხოლმე. ამიტომაც, თუ მსგავსი დილემის წინაშე დადგებით, შეგიძლიათ უპირატესობა მონოქრომს მიანიჭოთ და შავი ტოტალ-ლუქი შემოდგომისთვის გადადოთ. 2022 წლის ზაფხულზე კი ყველაზე ნათელი, კაშკაშა ფერების დროა.

ნათელი ფერების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ უმარტივესი ნივთებიც კი შთამბეჭდავად გამოიყურება. თავისუფლად მოირგეთ შარვალი და უბრალო, ნაქსოვი ზედა, ქვედაკაბა კლასიკურ პერანგთან - მთავარია, იყოს ერთი ფერის და ყოველთვის ნათელი. მწვანე, ნარინჯისფერი, ყვითელი, ლურჯი და იასამნისფერი სეზონის მთავარი ფერებია. ნივთები უნდა იყოს იგივე ფერი, მაგრამ არა აუცილებლად იმავე ჩრდილში. თუ ყველა ტანსაცმელი ერთსა და იმავე ფერთა სქემას ეკუთვნის, შეგიძლიათ ფეხსაცმლისა და აქსესუარების დახმარებით მცირე კონტრასტი დაამატოთ. მაგალითად, დაამატეთ თეთრი ფეხსაცმელი და ჩანთა წითელ ტოტალ-ლუქს. 

big_banner
არქივი