logo_geo
როგორ შეიქმნა Rolex საათების ერთ-ერთი TOP ბრენდი მსოფლიოში
- +

12 ივნისი. 2022. 21:49

Rolex-ის შესახებ მოგითხრობთ, რომელიც საათების ერთ-ერთი TOP ბრენდია მსოფლიოში 119-წლიანი ისტორიით.

საათების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია, რომელიც დააარსეს ჰანს ვილსდორფმა და მისმა სიძემ, ალფრედ დეივისმა, 1905 წელს.

იმ დროისთვის მათი ბიზნესი იყო Hermann Aegler Swiss–ის მექანიზმების იმპორტირება ლონდონში. თავიანთი წარმოების მაჯის საათებს ყიდდნენ იუველირებზე, რომლებიც შემდეგ მათ ყიდდნენ, როგორც საკუთარ ნაწარმს.

ჰანსმა დაისახა ძალიან მკაფიო მიზანი ეწარმოებინა საათები, რომლებიც მფლობელისთვის მთელი ცხოვრების თავგადასავალი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი საათები შესანიშნავ შედეგს აჩვენებდნენ სტატიკური ქრონომეტრის ტესტირებისას, ვილსდორფი გაუმჯობესებას არ წყვეტდა. მას ისეთი პროდუქტის მიღება სურდა, რომელიც გარემო პირობების მიუხედავად, კარგად იმუშავებდა.

1908 წელს შვეიცარიაში ვილსდორფმა რეგისტრაციაში გაატარა ფაბრიკის ნიშანი Rolex მანამ, სანამ მას უთხრეს რომ საჭირო იყო ისეთი სახელი, რომელიც თავისუფლად გამოითქმებოდა ნებისმიერ ენაზე და საათის სახეს კარგად წარმოაჩენდა. არსებობს ვერსია, რომ მისი მნიშვნელობა მოდის ფრანგული ენიდან, რომელიც ნიშნავს საუკეთესო მექანიზმს.

სტატისტიკის მიხედვით, Rolex ყოველწლიურად, დაახლოებით, 700 000 – 1 000 000 მექანიკურ ქრონომეტრს აწარმოებს. ბრენდი აგრძელებს ხაზების გაფართოებას ოსტატური და შეუდარებელი საათების შექმნით, მათ შორის: Rolex Submariner, Day-Date President, Cosmograph Daytona.

big_banner
არქივი