logo_geo
2022 წლის სუპერმთვარე: რას შეცვლის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში და რა უნდა გავაკეთოთ ამ პერიოდში
- +

13 ივნისი. 2022. 01:00

ივნისი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენებით დატვირთულია. ორი პლანეტის რეტროგრადული მოძრაობა, სუპერმთვარე, ახალი მთვარე - მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან და მასშტაბურ ცვლილებებს მოგვიტანს, ამიტომ დროა, ტრანსფორმაციისთვის მოვემზადოთ.

14 ივნისს, მშვილდოსნის სუპერმთვარე, რომელსაც ,,მარწყვის“ სუპერმთვარესაც უწოდებენ, ძალას იკრებს და შესაძლებლობას გვაძლევს, ვიოცნებოთ, დავსახოთ მიზნები, დავტოვოთ ჩვენი შიშები და საკუთარ თავს სპონტანურობის უფლება მივცეთ. ზოგადად კი, სუპერმთვარეს უწოდებენ იმ პერიოდს, როდესაც სავსე მთვარე ემთხვევა დროს ანუ მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოსაა. ეს კი მთვარეს ჩვეულებრივზე ბევრად დიდს ხდის და შეუძლია, სავსე მთვარის ენერგია კიდევ უფრო ძლიერი გახადოს. აღსანიშნავია, რომ სხვა ასტროლოგიური მოვლენებისგან განსხვავებით, სუპერმთვარეზე დაკვირვება შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი, თუკი ამინდი კარგია.

გამოიყენეთ ამ მოვლენის ძალა სურვილების ახდენისთვის. ახლა, ისე, როგორც არასდროს, შეგიძლიათ ძალიან მიზანდასახული და თანამიმდევრული იყოთ. გექნებათ შთაგონება, იდეები, რომლებიც მაქსიმალურ სარგებელს მოგიტანთ.

ეს მოვლენა ყველაზე შესაფერისი დროა პატიებისა და მადლიერების გამოსახატავად, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაძლოა, სამუდამოდ დაემშვიდობოთ იმ ადამიანებს, რომლებთანაც ურთიერთობას ვერ ასრულებდით. მიუხედავად იმისა, რომ მათ თქვენს გულში გარკვეული ადგილი მაინც ექნებათ, ჯობს, დროულად შეძლოთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, არსებობს შანსი, რომ ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვალოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციის თითოეული მონაწილე ცდილობს, ერთად გაიაზროს საკითხი და იპოვოს კომპრომისები.

კირჩხიბში ახალი მთვარის გადასვლასთან ერთად (28 ივნისი) სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება – შეგიძლიათ კომფორტულ გარემოს დაუბრუნდეთ და ცვლილებებზე აღარ იფიქროთ. იქამდე კი, გამოიყენეთ დრო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ გადადოთ.

 

big_banner
არქივი