logo_geo
გეიშა - ქალი ყვავილების ქალაქიდან
- +

20 ივნისი. 2022. 20:08

 

 

„ჩვენ ვხდებით გეიშები არა იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი არჩევანი. ჩვენ ვხდებით გეიშები იმიტომ, რომ არჩევანი არ გვაქვს...“

 

ყველა ქალს ერთხელ მაინც უოცნებია, მზერით დაეტყვევებინა სასურველი მამაკაცი, ყოფილიყო ძლიერი სქესის გულთამპყრობელი, მათი სურვილებისა და ფანტაზიების ობიექტი. ეს ბევრი ქალისთვის ოცნებაა, ერთეულებისთვის კი რეალობა. ყველაზე უკეთ ამ რეალობას ერთი ლამაზი სიტყვა გამოხატავს - გეიშა...

 

 

ისინი არ არიან მეძავები... ისინი მომხიბვლელი, ლამაზი, ეშხიანი, ნაზი, განათლებული, ჭკვიანი, სექსუალური და ვნებიანი იაპონელი ქალები არიან, რომელთაც ძალუძთ არა მარტო იაპონელი, არამედ ყველა ეროვნების მამაკაცის მოხიბვლა და დატყვევება, მათში ვნებისა და აღმაფრენის აღძვრა და გაღვივება. გეიშა მამაკაცის საოცნებო და სასურველი ქალია...გეიშა _ იაპონურად გეისია _ ხელოვანს (ტალანტის მქონე ქალს) ნიშნავს. იაპონური ტრადიციებით, გეიშას ისეთ მეძავს უწოდებენ, რომელიც სტუმრებს (კლიენტებს) ართობს: ცეკვით, სიმღერით, საუბრითა და ჩაის ცერემონიის წაყვანით. ამჟამად ამ პროფესიას სხვა სახელწოდებებითაც მოიხსენიებენ. კიოტო გეიშების კულტურის ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრია. 1866-1869 წლებში, მაიძის რევოლუციის მიმდინარეობის ოთხწლიან პერიოდში, განხორციელდა ძირეული სოციალურ-პოლიტიკური გარდაქმნები იაპონიაში, რის შედეგადაც იაპონიამ უარი თქვა თვითიზოლაციაზე. გეიშას ნაცვლად დამკვიდრდა სიტყვა `გეიკო~, ხოლო დამწყებ გეიშებს მას შემდეგ `მაიკოთი~ მოიხსენიებენ.

 

გეიშა იაპონური ტრადიციის მიმდევარი ქალია. იაპონიაში, სადაც ოჯახში დომინანტი მამაკაცია, ქალების უპირველესი და უმთავრესი მოვალეობა კი ბავშვების აღზრდა, გეიშა მამაკაცის აღმაფრენის ობიექტი ხდება _ გეიშასთან ყველა მამაკაცი თავს სრულყოფილად გრძნობს. ამ ქალებს იაპონელი მამაკაცების ცხოვრებაში მთავარი ადგილი უჭირავთ. გეიშა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს ძლიერი სქესის ყველა წარმომადგენელს ინტიმური შესაძლებლობითაც, თუმცა სექსი მთავარი არ არის.

 

 

გეიშები უმეტესწილად ჩაის სახლებსა და ტრადიციულ იაპონურ რესტორნებში მუშაობენ, სადაც ისინი წვეულების დიასახლისებად გვევლინებიან და მამაკაც სტუმრებს ართობენ. გეიშა ვალდებულია წარმართოს საუბარი და სტუმრების კარგ განწყობაზე იზრუნოს, ჰქონდეს ფლირტი კლიენტებთან, ამავდროულად შეინარჩუნოს ქალური ღირსება. გაწეული სამსახურისათვის გეიშებს ჩაის სახლებში ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურება აქვთ.შედარებით ნიჭიერი და წარმატებული გეიშები ფართო საზოგადოებისათვის გამართულ წარმოდგენებზეც ახდენენ ცეკვის, სიმღერისა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის ხელოვნების დემონსტრირებას.Eეს კი გეიშას საშუალებას აძლევს, საზოგადოდ ცნობილი და პოპულარული გახდეს.მომავალი გეიშების ცხოვრება ადრეული ასაკიდანვე ჩაის სახლებში იწყებოდა და მიმდინარეობდა, სადაც მათ ღარიბი ოჯახებიდან აბარებდნენ. ბავშვობაში ისინი მსახურებად, ხოლო შემდეგ ჩაის სახლების მთავარი გეიშების ასისტენტებად მუშაობდნენ. სწორედ მთავარი გეიშა აცნობდა მომავალ გეიშას ამ პროფესიის საიდუმლოებებს და განათლების მიღებაშიც ეხმარებოდა.

 

სპეციალურ სასწავლო დაწესებულებებში გეიშებს ცეკვას, სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას და სიმღერას ასწავლიდნენ. გეიშა აუცილებლად უნდა უკრავდეს ტრადიციულ იაპონურ მუსიკალურ ინსტრუმენტზე _ სიამსენზე. უნდა ასრულებდეს ტრადიციულ ცეკვებსა და სიმღერებს და უნდა შეეძლოს ჩაის ცერემონიალის გაძღოლა. ევალება ყვავილებით კომპოზიციების შექმნა, ანუ იკებანას შეკვრა, უნდა ფლობდეს პოზიას (საუბრის წარმართვის განსაკუთრებული მეთოდი), კალიგრაფიისა და ფერწერის ხელოვნებას.

 

გეიშები საუბრისას მხატვრულ ხერხებს იყენებენ, იშველიებენ სტრიქონებს ლექსებიდან. გეიშამ პროფესიული საქმიანობის დასრულებამდე უნდა გაიღრმავოს პროფესიული ცოდნა _ ამისათვის საჭიროა სპეციალურ გაკვეთილებზე დასწრება.უფროსი გეიშას სახლში ცხოვრებისას გოგონები სწავლობენ საჭირო მიზნისათვის შესაფერისი კომონოს შერჩევას, ჩაცმას და საუბრის წარმართვას. აუცილებელი არ არის მაინცდამაინც უფროსმა გეიშამ გაწვრთნას მომავალი გეიშა. უფროსი გეიშა შეიძლება ნებისმიერი გოგონა იყოს, რომელიც გეიშა გახდა, ის უფროს დასავითაა, რომელსაც ევალება ასწავლოს უმცროს დას.

 

 

პირველი ნაბიჯი11-დან-15 წლამდე გოგონებს, რომლებიც გეიშებთან სწავლობენ, უტარდებათ ინიციაციის ცერემონიალი, რომლის შედეგადაც დამწყები გეიშები _ მაიკოები ხდებიან. იღებენ ახალ სახელს, რომელიც ხშირ შემთხვევაში მათი უფროსი დის სახელის ნაწილისგან შედგება. ამ მომენტიდან მაიკო ვალდებულია საზოგადოებაში გეიშასთვის შესაფერისი ვარცხნილობით და კიმონოთი გამოჩნდეს. უფროსი დის (გეიშას) მოვალეობაა, მაიკო თავის კლიენტებს გააცნოს. სწორედ ამის გამოა ასე მნიშვნელოვანი უფროსი დის გამოცდილება, რადგან მის პოპულარულობაზეა დამოკიდებული მომავალი გეიშასათვის სასურველ კლიენტთა შემოკრება.

 

 

მეორე ნაბიჯი მაიკოს ცხოვრებაში შემდეგი ნაბიჯია სტატუსის ამაღლების ცერემონია. მაიკო ხუთჯერ იცვლის ვარცხნილობას, რომელთაგან თითოეული მისი გეიშად გახდომის გზაზე განვლილი საფეხურის სიმბოლოა. მიძუაგეს (პირდაპირი თარგმანით წყლის შეცვლას ნიშნავს) ცერემონიალზე გეიშას თმის მცირე ნაწილს სიმბოლურად აჭრიან და მოზრდილ ვარცხნილობას უკეთებენ, რაც მათ გოგონადან ქალად გახდომას განასახიერებს. მიძუაგეს ცერემონიალის შემდეგ გეიშას ქალწულობა აუქციონზე გამოაქვთ გასაყიდად - მიძუაგეს ცერემონიალამდე გეიშა ქალწული უნდა იყოს. 20 წლისას უტარდება ერიკაეს ცერემონიალი, ამ დროს ტუჩებს მაიკოები წითლად იღებავენ და გეიშები ხდებიან (მაიკოებს მხოლოდ ზედა ტუჩი აქვთ წითლად შეღებილი, რაც მათ ბავშვურ ბუნებას განასახიერებს).

 

 

მესამე ნაბიჯი18 წლის წარმატებულ გეიშას შეუძლია, მუშაობის პერსონალური გრაფიკი შეიმუშაოს, რადგან სხვადასხვა ღონისძიებაზე ხშირად ეპატიჟებიან. 18 წლის გეიშას შეუძლია დანნას მოძებნა (დანნა მფარველია, რომელიც მანამდე სხვა გეიშას საყვარელი იყო ან მეცენატი ადამიანია). დანნას და გეიშას ერთმანეთი უყვართ, ამ სიყვარულს ხშირად ბავშვის დაბადება მოჰყვება. მფარველის მოვალეობაა გეიშას ხარჯების დაფარვა, ძვირად ღირებული კომონოს ყიდვა და მისი პოპულარობის უზრუნველყოფა. მფარველის ყოლა გეიშასათვის აუცილებელი არ არის, მაგრამ ამის გარეშე ნაკლები შანსი აქვს, დატოვოს ოკია და გახდეს ვარსკვლავი.

 

 

მეოთხე ნაბიჯიგეიშების სახლებში ღარიბი მშობლებისაგან გაყიდული გოგონები ან სახლის მფლობელი გეიშას შვილები ცხოვრობენ. სახლის მფლობელი უფროსი გეიშა, რომელიც ასაკის გამო იძულებულია მუშაობა შეწყვიტოს, სახლში ბუღალტრის ფუნქციებს ითავსებს. თუ უფროს გეიშას მემკვიდრე არ ჰყავს, შეუძლია რომელიმე გეიშა იშვილოს, რაც სახლის პატრონს უფლებას მისცემს შვილობილის მთელი შემოსავალი განკარგოს. შვილობილობა გეიშას უფლებას აძლევს, მიიღოს (ჯგუფის) საზოგადოების გვარი და მემკვიდრეობით _ თავისი ოკიას ქონება.

 

მეხუთე ნაბიჯიოკიასა და გეიშას თანაცხოვრება ორივე მხარისათვის ხელსაყრელია. ოკიას აქვს სტაბილური შემოსავალი, ხოლო გეიშას ხელი მიუწვდება ოკიას ძვირად ღირებული კიმონოების კოლექციაზე, ურომლისოდაც მისი საქმიანობა წარმოუდგენელია, უფრო ზუსტად, გეიშას შეუძლია ოკიას ფულით შეიძინოს კიმონო, რომელიც პირად საკუთრებას წარმოადგენს და მისი უნებართვოდ აღება გეიშას პირადი ცხოვრების ხელყოფად მიიჩნევა. ოკიაში მუშაობის დაწყებისთანავე (გეიშას პროფესიისათვის აუცილებელი სწავლის პროცესიც მუშაობად მიიჩნევა) მასთან ფორმდება კონტრაქტი ხუთიდან შვიდ წლამდე. ვადის ამოწურვის შემდეგ, გეიშას უფლება აქვს, დატოვოს ოკია ან გააგრძელოს მუშაობა.

 

 

ამჟამად მრავალი გეიშა აგრძელებს ცხოვრებას ტრადიციულ სახლებში. თუმცა, ზოგიერთები, განსაკუთრებით დედაქალაქში მცხოვრებნი, თავისუფალნი და დამოუკიდებელნი გახდნენ. გეიშას პროფესიის ტრადიციები მეტ-ნაკლებად კიოტოში, პონტო-ტიოსა და გიონშია დაცული. იაპონიაში გეიშების რიცხვი შემცირდა _ თუ XX საუკუნის 20-იან წლებში იაპონიაში ოთხმოც ათასამდე გეიშა იყო, დღეს დაახლოებით 1000-ია. იმ ქალაქებშიც კი, სადაც ყველაზე მეტი გეიშა ცხოვრობს, სულ უფრო იშვიათად ჩანან ისინი.

 

თანამედროვე გეიშები იაპონიის წარსულითა და უძველესი ტრადიციებით ცხოვრობენ. დღეს გეიშად გახდომას გოგონას სიღარიბე აღარ აიძულება, ამ გადაწყვეტილებას ისინი გააზრებულად იღებენ.

 

დღეს იაპონიაში მათ სამყოფელ სახლს ოკიყა ჰქვია. იმ დასახლებას კი, სადაც ისინი ცხოვრობენ _ ჰანამაცჰი ("ფლოწერ ტოწნს"), ანუ ყვავილების ქალაქი.გეიშა არ არის ცოლი, ის ჰყიდის თავის ხელოვნებას და არა სხეულს. ისინი ქმნიან სამყაროს, სადაც ყველაფერი ლამაზია. იყო გეიშა, ნიშნავს, იყო ხელოვნების ცოცხალი ნიმუში...

 

გეიშას დღიურიდან:

 

„გული ნელა კვდება, მას სცვივა იმედები, როგორც ხეს ფოთლები,

 

სანამ არ დარჩება არც ერთი იმედი,

 

სანამ არაფერი დარჩება...“

 

 

big_banner
არქივი