logo_geo
პრინცმა ჯორჯმა ტორტები გაყიდა, რომ მიუსაფარი ცხოველებისთვის თანხა შეეგროვებინა
- +

25 ივნისი. 2022. 01:45

 

 

ქეით მიდლტონის და პრინც უილიამის უფროსმა ვაჟმა, პრინცმა ჯორჯმა, ქველმოქმედებისთვის ტორტები გაყიდა. მან თანხა გარემოსდაცვით ორგანიზაცია Tusk-ს, გადაურიცხა, რომლის მფარველიც მამამისია. ამის შესახებ GB News-თან ინტერვიუში საქველმოქმედო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩარლი მეიჰიუმ ისაუბრა. „ტუსკი“-ს საქველმოქმედო ფონდი მუშაობს აფრიკაში იშვიათი სახეობების ცხოველთა, მათ შორის სპილოების დაცვაზე.

 

კარანტინის დროს, პრინცმა ჯორჯმა ნამცხვრები გაყიდა „ტუსკი“-ს ფონდისთვის ფულის შესაგროვებლად. მან ასევე დაწერა ღია ბარათი, რომელშიც გამოხატა თავისი შეშფოთება აფრიკის ველური ბუნების მიმართ. მეიჰიუმ ასევე გამოთქვა იმედი, რომ პრინცი უილიამი აფრიკაში მომდევნო მოგზაურობისას, თან წაიყვანს პრინც ჯორჯს და ასევე თავის უმცროს შვილებს, პრინცესა შარლოტასა და პრინც ლუის, რათა ბავშვებმა საკუთარი თვალით ნახონ, რა კეთდება ცხოველთა დასაცავად.

 

 

big_banner
არქივი