logo_geo
დემენციის მტერი: გემრიელი და ჯანსაღი კენკრა, რომელიც მეხსიერებას აუმჯობესებს და ფორმის შენარჩუნებაში გეხმარებათ
- +

25 ივნისი. 2022. 21:32

ხილი და კენკრა არა მხოლოდ ვიტამინებისა და დიეტური დესერტის წყაროა, არამედ ჩვენი ტვინის ნამდვილი ბუნებრივი სტიმულატორია.მოგიყვებით, რომელ კენკრას მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, თუ გსურთ გაიუმჯობესოთ კონცენტრაცია, მეხსიერება და აზროვნების სისხარტე:

დიეტოლოგების თქმით, საუკეთესო კენკრა, რომელიც აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, არის მოცვი. „კვლევებმა აჩვენა, რომ მოცვის ჭამა ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს“, - ამბობენ ექსპერტები. უფრო მეტიც, მოცვი ამცირებს ასაკთან დაკავშირებული კოგნიტური დაქვეითების, დემენციის და ალცჰეიმერის დაავადების რისკს. ამ კენკრის წვენიც სასარგებლოა და დადებითად მოქმედებს აზროვნებასა და მსჯელობის უნარზე.

მოცვი სასარგებლოა არა მხოლოდ ტვინისთვის, არამედ შეიცავს ბევრ სასარგებლო საკვებ ნივთიერებას, მათ შორის ბოჭკოს, ვიტამინებს - K და C, მანგანუმს და ფიტონუტრიენტებს, რომლებსაც პოლიფენოლებს უწოდებენ. აუმჯობესებს გულის მუშაობას. ბოჭკოების მაღალი შემცველობის გამო, მოცვი ასევე დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის რეგულირებაში და წონის დაკლებაში. ასე რომ, ეს კენკრა იდეალურია დიეტური სმუზისთვის და დესერტებისთვის.

big_banner
არქივი