logo_geo
სუპერმთვარე თხის რქაში: რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 13 ივლისს
- +

2 ივლისი. 2022. 22:06

 

 

სუპერმთვარე 13 ივლისს განსაკუთრებული ძალითა და ენერგიით აგვავსებს. თუმცა, ახლა მთვარე თხის რქაშია, რამაც შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეგვიქმნას. როდესაც მთვარე თხის რქაშია, ამ დროს ხშირად ადამიანებმა არ იციან, როგორ უნდა აპატიონ სხვებს წყენა, როგორ უნდა უყვარდეთ გულწრფელად და გაითვალისწინონ სხვების აზრიც. ძალაუფლებისა და უპირატესობის დამტკიცების სურვილი ჭარბობს და კონფლიქტური სიტუაციაც იქმნება. უფრო კონკრეტულად, რას უნდა მიაქციოთ 13 ივლისის სუპერმთვარის დროს ყურადღება, ასტროლოგები განმარტავენ:

 

ვერძი

 

განწყობა გადამწყვეტი იქნება, ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებების განხორციელება მოგინდებათ. კარგი დროა გავლენიანი ადამიანების პატივისცემის მოსაპოვებლად. გექნებათ შესაძლებლობა, საკუთარ ნიჭზე დაყრდნობით, გამოიმუშაოთ ორიგინალური აზრები და სწრაფად გადახვიდეთ თქვენი სანუკვარი მიზნისკენ. დაიწყებთ აქტიურობის, შეუპოვრობისა და მიზანდასახულობის გამოვლენას. მთავარია, სწორად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და მიუღწეველი მიზნები არ დაუსახოთ საკუთარ თავს.

 

კურო

 

ამ პერიოდში ცხოვრების სტილის შეცვლაზე არ ხართ ორიენტირებული და არც საეჭვო მოვლენები გიზიდავთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ სად არის მატერიალური სარგებელი და რა არის კონკრეტული მიზანი. ნელა, მაგრამ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.

 

 

ტყუპი

 

თქვენი ინტერესების მრავალფეროვნება ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე მოახდენს გავლენას. გატაცებული ხართ ყველაფრით - ეს შეიძლება იყოს მოგზაურობა, ახალი ნაცნობების გაჩენა და პროფესიული პერსპექტივები. თუკი რამ არ გამოვა, ნუ იდარდებთ, წინ კიდევ ბევრი წარმატებული და სასიამოვნი დღე გელით.

 

კირჩხიბი

 

თქვენი ცნობიერება ემოციებთან და გრძნობებთან იქნება მიბმული და რადგანაც დაჯილდოვებული ხართ ძლიერი ფანტაზიითა და შემოქმედებითი ნიჭით, შეგიძლიათ ინტუიციურად დაათვალიეროთ ის გარემო, რომელიც წარმატებისკენ მიგიყვანთ. მომხიბვლელობისა და ქარიზმის წყალობით, თანამოსაუბრეზე ძლიერ გავლენას ახდენთ და გულწრფელ ადამიანებსაც მოიზიდავთ.

 

 

 

ლომი

 

გაგიჩნდებათ ოჯახთან ყოფნისა და საზოგადოებისგან ემოციურად დასვენების, გრძნობებში ჩაძირვის სურვილი და ნოსტალგიაც კი. ახლა ცვლილებებისთვის მზად არ ხართ და კონფლიქტებიც ძალიან გძაბავთ. ამიტომ, უპირატესობას იმ გარემოს მიანიჭებთ, სადაც თავს კონფორტულად და ბედნიერად იგრძნობთ.

 

ქალწული

 

ძალიან აქტიური პერიოდი გექნებათ და ბევრ საკითხზე შეძლებთ პასუხისმგებლობის აღებას. ახლა დადგა ის ეტაპი, როცა ირგვლივმყოფები ძლიერ პიროვნებად გაღიარებენ. თუმცა, შესაძლოა დაუმსახურებელი კრიტიკაც შეგხვდეთ. ამას თქვენს თვითშეფასებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ უნდა მისცეთ.

 

 

სასწორი

 

დროა, თქვენი შემოსავლის წყაროებზე იფიქროთ. ფულის დაზოგვისა და დაუფიქრებელი ხარჯვისას მიღებული გამოცდილება უნდა გაანალიზოთ. გექნებათ შესაძლებლობა, მიიღოთ მონაწილეობა ახალ პროექტში, რომელიც მოგებასა და წარმატებას მოგიტანთ. ასევე, ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს. ძალიან კარგია, თუ მათ განებივრებას ცდილობთ, მაგრამ გონივრულად დაგეგმეთ ხარჯები.

 

მორიელი

 

ნათესავებთან და მეგობრებთან ახლო ურთიერთობა ახალ დონეზე გადავა. გექნებათ რაიმე საიდუმლოს გაზიარების სურვილი. საუბრის დროს განიხილეთ მხოლოდ კონკრეტული მოვლენები, უკვე მომხდარი რამ. ყველაფერი, რაც სამომავლო გეგმებთან და პროექტებთან არის დაკავშირებული, უმჯობესია საიდუმლოდ დატოვოთ. ჯერ კარგად გააანალიზოთ და შემდეგ გაუზიაროთ სხვებს.

 

 

მშვილდოსანი

 

ოჯახური გარემოს შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ და რემონტზე ფიქრს დაიწყებთ. ეს მხიარული, თუმცა დამღლელი თავგადასავალი იქნება და შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში, კონფლიქტური სიტუაციაც კი შეგიქმნათ. ნუ ინერვიულებთ და ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც დაგეგმეთ.

 

თხის რქა

 

ოჯახს პასუხისმგებლობის გრძნობით ეპყრობით, ამიტომ დომინირების სურვილი ყოველთვის იქნება თქვენს სახლში. მიუხედავად იმისა, რომ ზრუნავთ ოჯახზე და ყველა სირთულეს მათთან ერთად აგვარებთ, შეიძლება თავი დაუფასებლად იგრძნოთ. უახლოეს მომავალში გექნებათ ახალი შესაძლებლობები, გამოიმუშაოთ საკუთარი ფული და სოციალურ პროექტებში ჩაერთოთ.

 

 

მერწყული

 

თქვენი ცხოვრების რიტმი დასტაბილურდება და თუ ახლა გარკვეულ ქაოსს გრძნობთ, ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება. თქვენში ლიდერობის სურვილი გაძლიერდება, რაც სამომავლოდ ბევრ თამამ და საპასუხისმგებლო, რაც მთავარია, შედეგიან ნაბიჯს გადაგადგმევინებთ.

 

თევზები

 

პარტნიორებთან ურთიერთობაში გარკვეული მისტიკა და იდუმალება გამოიკვეთება. ასეთი გარემოს წყალობით ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონია დამყარდება. ცხოვრების მატერიალური მხარე უკანა პლანზე გადავა, მაგრამ ურთიერთობების თემა გაბატონდება. რაც შეეხება ბიზნესპარტნიორებთან სამუშაო პროცესებს, ყურადღება მიაქციეთ ადამიანების ფსიქოლოგიას. შეისწავლეთ ადამიანის სული და თქვენი აღმოჩენების საფუძველზე, კომუნიკაციის ახალი ფილოსოფია შექმენით. სულ გახსოვდეთ, რომ რეალურად შეაფასეთ მოვლენები და ილუზიებში ნუ გადაეშვებით.

 

 

 

big_banner
არქივი