logo_geo
ზიანი თუ სარგებელი: უსაფრთხოა თუ არა სახის ყინულის კუბებით დამუშავება?
- +

13 ივლისი. 2022. 15:55

უსაფრთხოა თუ არა სახეზე ყინულის კუბების წასმა შეშუპების მოსაშორებლად?

სასიამოვნოა ცხელ ამინდში სახის ყინულის კუბებით გაწმენდა, ამავდროულად ქარიშხლიანი ღამის შემდეგ შეშუპების შესამცირებლად. თუმცა, ძვირფასო სილამაზის მოყვარულებო, ნუ იჩქარებთ მაცივარში წყლის გასაყინავად, ხალხური სილამაზის ტექნიკა ყველასთვის შესაფერისი არ არის და შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს კანი. ჩვენ ვისაუბრებთ ყინულის პროცედურების ყველა დადებით და უარყოფით მხარეებზე.

სარგებელი:

ყინულის პროცედურები მართლაც ეფექტურად აშორებს შეშუპებას დილით, როცა გვჭირდება სწრაფად გაღვიძება, ასევე ხსნის სიწითლეს და ქავილს. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ საუბარია მხოლოდ სიმპტომების ლოკალიზაციაზე და არა მიზეზების მკურნალობაზე. ყინულის კუბები არ ამცირებს ნაოჭებს, არ ამკვრივებს კანს, არ არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას და რა თქმა უნდა არ ანათებს კანს.

 

ზიანი:

 

ექსპერტების მოსაზზრებით, ყინული პირდაპირ კანზე დიდხანს არ უნდა წაისვათ, რომ არ დააზიანოთ ეპიდერმისი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ რისკავთ რომ გაგიჩნდეთ წითელ ლაქები, უჯრედები დაიზიანოთ, ან დაიზიანოთ სახის ნერვი.

 

მგრძნობიარე, ზედმეტად მშრალი კანის მქონე ადამიანებმა აუცილებლად უნდა შეიკავონ თავი ყინულით დამუშავებისგან. ყინულმა შეიძლება დააზიანოს მგრძნობიარე კანის თხელი კაპილარები, ასევე დაარღვიოს ოფლისა და ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეცია. Clinics in Dermatology Journal-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოვლინდა კანის რიგი დაავადებები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს სიცივის გადაჭარბებული ზემოქმედების შედეგად:

მოყინვა - წითელი ფერის ლაქები კანზე, რომლებიც ჩნდება სისხლძარღვების ანთების შედეგად სიცივის განმეორებითი ზემოქმედების გამო;

აკროციანოზი - სიცივის გამო ხელების, ფეხების და ზოგჯერ სახის დალურჯება;

ცივი ჭინჭრის ციება - კანზე ჭინჭრის ციების წარმოქმნა სიცივის ზემოქმედების გამო;

კრიოგლობულინემია - სიცივის გამო სისხლში ანომალიური ცილების შესქელება;

ცივი პანიკულიტი არის ანთებითი პროცესი, რომელიც ჩვეულებრივ გავლენას ახდენს სახეზე სიცივის გამო.

სანამ ყინულის კომპრესებს თქვენს რუტინაში შეიტანთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

 

 

 

 

big_banner
არქივი