logo_geo
"თუ შენ საკუთარ თავს ლამაზად და მიმზიდველად აღიქვამ, მაშინ ამას სხვებიც იგრძნობენ" - გვინეტ პელტროუ თავის მოვლასა და ბუნებრიობაზე
- +

16 ივლისი. 2022. 17:53

გვინეტ პელტროუ უკვე მრავალი წელია, უამრავი ადამიანის სიყვარულსა და მოწონებას იმსახურებს. ასაკის მატებასთან ერთად, იგი კიდევ უფრო შესანიშნავად გამოიყურება და საკუთარ რჩევებს სხვა ქალებსაც უზიარებს. მოგიყვებით, რას ფიქრობს იგი სილამაზეზე, სხვადასხვა სახის ესთეტიკური პროცედურასა და ბუნებრიობაზე:

სილამაზის შესახებ

"საკუთარი თავის სიყვარული ნამდვილი სილამაზის ქვაკუთხედია. საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე ლამაზი ვერ იქნები. ეს მართლაც მნიშვნელოვანია, რომ თქვენი თავის მიღება შეძლოთ. უნდა იცოდეთ, რომ ლამაზი ხართ, რომ მერე ეს იგრძნოთ კიდეც." - ამბობს გვინეტ პელტროუ. ის ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ ნებისმიერი ქალისთვის აუცილებელია ის აკეთოს, რაც თავად სურს და არ იცხოვროს სხვისი მითითებებითა და ინტერესებით. "თუ შენ საკუთარ თავს ლამაზად და მიმზიდველად აღიქვამ, მაშინ ამას სხვებიც იგრძნობენ.“ - ამბობს ვარსკვლავი.

ესთეტიკური პროცედურების შესახებ

"40 წლის შემდეგ იმ საკითხებზე დავიწყე დაფიქრება, რასაც იქამდე ყურადღებას არ ვაქცევდი. მაგალითად: მაკიაჟს, სხვადასხვა სახის პროცედურას. მთელი ცხოვრება კვებას, ვარჯიშს, ფიზიკურ აქტივობას ვუთმობდი დროს და ეს ჩემს გარეგნობაზე პირდაპირ აისახებოდა. თუმცა, გარკვეულ ეტაპზე ნაოჭებზე ფიქრი დავიწყე და შესაბამის მოვლის საშუალებებსაც მივმართე. ძალიან მიხარია, რომ დღეს ქალებს ამდენი შესაძლებლობა გვაქვს. სილამაზის ინდუსტრია მუდმივად ვითარდება და მხარს გვიჭერს, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ. პირადად მე, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ვსტუმრობ კოსმეტოლოგს და სხვადასხვა სახის პროცედურას ვიტარებ, მათ შორის: სახის გაწმენდას, ტოქსინებისგან გათავისუფლებას და ასე შემდეგ. საბედნიეროდ, არსებობს ხელმისაწვდომი გზები, რომ უფრო ახალგაზრდულად და მიმზიდველად გამოვიყურებოდეთ. გარდა ამისა, იმას, თუ რას ვისვამთ სახეზე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც ყოველთვის სუთა და აპრობირებულ პროცდუქციას ვირჩევ." - ამბობს გვინეტ პელტროუ.

 

 

 

big_banner
არქივი