logo_geo
ფინანსური კეთილდღეობა და სიურპრიზი რომანტიკულ ურთიერთობებში - როგორი კვირა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
- +

18 ივლისი. 2022. 17:02

ამ კვირაში მნიშვნელოვანია, რომ ზოდიაქოს ნიშნის ყველა წარმომადგენელმა სიტყვები და საქმეები გააკონტროლოს. მერკური ლომის „ცეცხლოვან“ ნიშანში შედის და ეს მოვლენა ფსიქოლოგიურ გარდაქმნებს გამოიწვევს, გაიზრდება კონფლიქტებისა და კამათის რისკი, ასევე, გართულდება მოლაპარაკებები. ასტროლოგები უფრო ზუსტად ასახელებენ, როგორი კვირა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს:

 

ვერძი

 

ეს კვირა შემოქმედებითობისთვის საუკეთესო პერიოდი არ არის. შესაძლოა საყვარელი ადამიანის მანიპულირებისა და გრძნობების დამალვის სურვილი გაგიჩნდეთ. თქვენს საქმიანობაში წარმატება გელით, რაც დიდ მიღწევებს გპირდებათ. მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება, რაც გაიძულებთ, რომ ბევრი რამ გაიღოთ, მაგრამ შედეგი ხელსაყრელი და ფინანსურად ხელშესახები იქნება.

 

კურო

 

ბევრი კუროსთვის ეს კვირა ხელსაყრელი ცვლილებების მომტანი იქნება. დიდი ძალისხმევის გარეშე სიტუაციები თქვენს სასარგებლოდ გადაიქცევა და პრობლემები თავისით მოგვარდება. სინამდვილეში, ეს წინა სამუშაოების ბუნებრივი შედეგია. პირად ცხოვრებაში შესაძლოა გარკვეული სირთულეები შეგექმნათ. ეს განსაკუთრებით ეხება საქმიან ქალებს, რომლებიც ძირითად დროს კარიერას უთმობენ. გარდა ამისა, კუროს ექნება შანსი, რომ სამსახურში ამოიცნოს ის თანამშრომელი, რომელიც ზურგს უკან მასზე ნეგატიურ ინფორმაციას ავრცელებს და ხელს უშლის წინსვლაში.

 

ტყუპი

 

ამ კვირაში ნოსტალგია, წარსულის გრძნობების მოგონებები, მივიწყებული სურვილები გაიძულებთ, გადახედოთ თქვენი რეალური ცხოვრების ნაწილს და მასში გარკვეული შესწორებებიც კი შეიტანოთ. ალბათ, იქნება მცდელობა, ეწვიოთ რამდენიმე დასამახსოვრებელ ადგილს, შეხვდეთ დიდი ხნის დავიწყებულ მეგობრებს. პირად ცხოვრებაში შესაძლოა არაპროგნოზირებადი ურთიერთობები გქონდეთ. მოგიწევთ, საკუთარი აზრი და სურვილები მკაცრად დაიცვათ.

 

კირჩხიბი

 

ეს კვირა მდიდარი და მრავალფეროვანი მოვლენებითა და ემოციებით იქნება სავსე. ივლისი, ტრადიციულად, კირჩხიბების ცხოვრებაში გასული წლის შედეგების შეჯამებასა და ახალი ამოცანების დასახვას განაპირობებს. პირად ცხოვრებაში ყველა გაუგებრობა მოგვარდება, სამსახურში კი ფინანსური წარმატება გელით.

 

ლომი

 

ლომები ამ კვირაში რთული სიტუაციის დაძლევის გზებს იპოვიან. გაგიჩნდებათ ახალი და პერსპექტიული შანსი, რომ შემდეგი პერიოდი უკეთესად განვითარდეს. შესაძლოა, მეორე ნახევართან კონფლიქტი მოგივიდეთ, ამიტომ, ჯობს საკუთარი ემოციები თუ სიტყვები კარგად გააკონტროლოთ. ეს კვირა ოჯახური თვალსაზრისით საკმაოდ აქტიურია, ზოგიერთი ლომი დაქორწინებას გადაწყვეტს, ზოგიერთი კი პირიქით, განქორწინებისთვის მოამზადებს საბუთებს. სამსახურში შესაძლოა უსიამოვნებები შეგხვდეთ, ამიტომ ეს კვირა განსაკუთრებით შეიკავეთ თავი საკუთარი უფროსისა თუ კომპანიის შესახებ ცუდი რაღაცების თქმისგან, რადგანაც თანამშრომელთა შორის არიან ისეთები, რომლებიც თქვენს ნათქვამს ადრესატამდე მიიტანენ.

 

ქალწული

 

ამ კვირაში დაასრულებთ იმ საქმეებს, რომლებიც დიდი ხნის წინ დაიწყეთ. ამ პერიოდში ახალი ბიზნესის დაწყება არ არის რეკომენდებული. პირად ცხოვრებაში დრამა და განშორება გელით. დაქორწინებულ ქალწულებს შესაძლოა განქორწინების საფრთხე შეექმნათ. მაგრამ სამსახურსა და პროფესიაში ძალიან საინტერესო და, რაც მთავარია, რეალური პერსპექტივები იქნება. შეიძლება წარმატებული მივლინებები ან თანამშრომლობა გქონდეთ იმ პროფესიონალებთან, რომლებსაც ბევრი რამის სწავლება შეუძლიათ.

 

სასწორი

 

სასწორებისთვის ამ კვირაში აქტუალური ეთიკა, სწავლა და ღონისძიებებში მონაწილეობა იქნება. პირად ცხოვრებაში ნეგატიურ ფონს დაძლევთ და შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეხვედრაც შედგეს. სამსახურში ფინანსური თვალსაზრისით წარმატება გელით. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელთან ერთადაც პროექტებს უფრო მასშტაბურად და საინტერესოდ განახორციელებთ.

 

მორიელი

 

მორიელებისთვის ეს კვირა ბევრ სიტუაციას მოიტანს, რომლებიც პირადი პასუხისმგებლობის გამოვლინებასთან და წინა დაპირებების შესრულებასთან იქნება დაკავშირებული. ასევე, უმჯობესია, თუ ამ კვირაში ახალი ვალდებულებებით თავს არ დაიტვირთავთ. მარტოხელა მორიელები საპირისპირო სქესის მხრიდან დიდ ყურადღებასა და შეხვედრის შეთავაზებას მიიღებენ. ფინანსური თვალსაზრისითაც წარმატება გელით.

 

მშვილდოსანი

 

ამ კვირაში შესაძლოა, იმედგაცრუება შეგხვდეთ, რადგანაც დაგეგმილი პროექტები, საქმეები ისე არ წავა, როგორც ელოდით. თუმცა, არ იდარდოთ, თქვენი სურვილები ცოტა მოგვიანებით, მაგრამ აუცილებლად ასრულდება. ამიტომ, ახლა თავს ნუ დაიღლით, დაზოგეთ ენერგია, გაისეირნეთ ბუნებაში და შეიქმენით პოზიტიური განწყობა. პროფესიულ სფეროში კი სასიამოვნო სიურპრიზი, დაფასება და ჯილდო გელით.

 

თხის რქა

 

თხის რქებს ამ კვირაში სულიერი განტვირთვის განსაკუთრებული სურვილი გაუჩნდებათ, ამიტომაც, მიმართეთ მედიტაციას, მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, დრო დაუთმეთ იმას, რაც გამშვიდებთ. სამსახურში საკმაოდ თავდაჯერებული იქნებით და ადამიანებიც თქვენს მონდომებას დააფასებენ.

 

მერწყული

 

ამ კვირაში შესაძლოა ემოციური არასტაბილურობა და უკმაყოფილება გამოავლინოთ. ნუ ინერვიულებთ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც მალევე გაივლის და ბედნიერების განცდა კვლავ დაგიბრუნდებათ. ამაში კი მნიშვნელოვანი ადამიანი დაგეხმარებათ. ეს შეიძლება იყოს ბიზნესპარტნიორი, მეორე ნახევარი და ასე შემდეგ. რაც მთავარია, ამის გამო სამსახურში პრობლემები არ შეგექმნებათ და არც თქვენი ფინანსები დაზარალდება.

 

თევზები

 

ამ კვირაში თევზები დაძაბულობასა და ემოციურ არასტაბილურობას განიცდიან. შესაძლოა, ფსიქოლოგთან კონსულტაციაც დაგჭირდეთ, რადგანაც ზოგიერთ შიშს სახელს ვერ მოუძებნით. თქვენ უკვე დიდი ხანია პატიოსნად და გულმოდგინედ შრომობთ, ამიტომაც ეს კვირა პროფესიული თვალსაზრისით დაფასებას, წარმატებასა და ჯილდოებს მოგიტანთ.

 

 

 

big_banner
არქივი