logo_geo
ვიქტორია ბექჰემის ყველაზე გამორჩეული მოდური ხრიკები, რომელთა გამეორებაც ნებისმიერ ქალს შეუძლია
- +

18 ივლისი. 2022. 18:29

 

 

ვიქტორია ბექჰემი წლების განმავლობაში სტილის ხატად გადაიქცა და მსოფლიოში მილიონობით ქალი ცდილობს, მისი სხვადასხვა მოდური დეტალი გაიმეოროს. კარიერის დასაწყისში დიზაინერს აბსოლუტურად განსხვავებული იმიჯი ჰქონდა, თუმცა დღეს ის ძალიან დახვეწილი და ტრენდულია. ამიტომაც, დღეს გაგაცნობთ, რა ხდის მის სტილს გამორჩეულს:

 

არ ეშინია ნათელი ფერების გამოყენების

 

ვიქტორია ერთ ლუქში ხშირად სხვადასხვა ფერს ძალიან ოსტატურად აერთიანებს და შესაძლოა, ამის გამბედაობა ყველას არ ჰქონდეს. რაც მთავარია, საბოლოოდ სამოსი ჰარმონიულად გამოიყურება

 

არ იყენებს ზედმეტ აქსესუარებს

 

სამკაულების არჩევისას დიზაინერი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმას, რომ ზედმეტად არ გადატვირთოს სამოსი. ამიტომაც, წითელ ხალიჩაზეც კი იგი ბევრი აქსესუარის გამოყენებისგან თავს იკავებს.

 

ატარებს თეთრ პერანგს

ვიქტორია თვლის, რომ თეთრი პერანგი საბაზისო ელემენტია და ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს. თეთრის პერანგის გამოყენებით მას ბევრი დასამახსოვრებელი ლუქი შეუქმნია.

 

დიდი ზომის მზის სათვალე იმიჯის ნაწილია

დიდი ზომის მზის სათვალე ვიქტორია ბექჰემისთვის შეუცვლელი ელემენტია. გარდა ამისა, ვიქტორია ამ აქსესუარის გამოყენებას იმ დედებსაც ურჩევს, რომლებსაც დაღლილი თვალების დამალვა სურთ.

 

თმას იკრავს, თუ მაღალი საყელოს მქონე სამოსს ირგებს

 

 

თითქმის სულ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ატარებს

 

 

 

 

უყვარს პიჯაკები

 

 

 

 

ხშირად მონოქრომულ ლუქებს ირგებს

 

 

big_banner
არქივი