logo_geo
2022 წლის ივლისის ახალი მთვარე - რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ამ განსაკუთრებულ ღამეს
- +

19 ივლისი. 2022. 17:00

 

 

2022 წლის 28 ივლისს ახალი მთვარე ლომის ნიშანში იქნება. მას ყვითელ მთვარესაც უწოდებენ, რადგანაც ამავე პერიოდში იგი განსაკუთრებით ნათელ ელფერს იძენს. ახალი მთვარე თითოეულ ადამიანზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, უფრო კონკრეტულად კი მოგიყვებით, რა ელის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენელს:

 

ვერძი

 

ამ დროს ვერძი განწყობის ხშირ ცვალებადობას გრძნობს - თავშეუკავებლობამ შეიძლება გარშემომყოფებთან ურთიერთობისას დიდი პრობლემები შეგიქმნათ. თუ გარემოებები საშუალებას მოგცემთ, უმჯობესია დარჩეთ სახლში, რათა მოზღვავებული აგრესია უმიზეზოდ არ გამოხატოთ და ისე არ აწყენინოთ ადამიანებს, რომ მერე ინანოთ. ჯობს, ამ დღეს მომატებული ენერგია სწორად გამოიყენოთ, მაგალითად: დაკავდით საოჯახო საქმეებით და გააკეთეთ ის, რაც დიდი ხნის წინ გვერდზე გადადეთ.

 

კურო

 

ახალი მთვარის დროს კუროს ნიშნის წარმომადგენლებს არასწორი ემოციები გააკონტროლებენ. ნეგატიური გრძნობების მოზღვავებას იგრძნობთ, ამიტომაც ადამიანებს სთხოვეთ, რომ ძალიან მკაფიოდ გესაუბრონ, რათა გაუგებრობები თავიდან აირიდოთ და არც კონფლიქტური სიტუაცია შექმნათ. 28 ივლისი ჯობს, საკუთარ თავთან, მარტო გაატაროთ.

 

ტყუპი

 

ტყუპში შემოქმედებითობა, კრეატიულობა განსაკუთრებით გაიზრდება, ამიტომაც თამამად შეგიძლიათ რთულ პროექტებს შეეჭიდოთ. დაუთმეთ ეს დღე კარიერას და მალე ხელშესახებ ცვლილებასაც იგრძნობთ. თუმცა, ასტროლოგების თქმით, 2022 წლის 28 ივლისი ფინანსური ვალდებულების დავიწყების რისკია. ამიტომაც, წინასწარ დაფიქრდით, თუ სესხი ან კომუნალური გადასახადები გადასახდელი გაქვთ, არ დაგავიწყდეთ.

 

კირჩხიბი

 

ამ დღეს დაიწყეთ პირადი პრობლემების გადაჭრა. თუკი შესაფერის სიტყვებს იპოვით, შეძლებთ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენს სისწორეში დაარწმუნოთ. სამსახურში ფრთხილად იყავით. ახლა შეიძლება დაუშვათ შეცდომა, რომელიც მომავალში თავს აუცილებლად შეგახსენებთ. თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა ერთი დღით მაინც გადადეთ და მერე კარგად დაფიქრდით.

 

ლომი

 

28 ივლისს, ფაქტობრივად, ყველაფერი გაგაღიზიანებთ, ამიტომაც, ჯობს, გამორთოთ ტელეფონი და სახლში, საკუთარ თავთან მარტო, მშვიდად დასხდეთ. ემოციურად დაძაბულობის დროს მიმართეთ საყვარელ ჰობის, კარგად დაისვენეთ და დაიძინეთ.

 

ქალწული

 

ამ დღეს ქალწულებმა შესაძლოა ზოგიერთი დაავადების გამწვავება იგრძნონ. გააკონტროლეთ კვება, რათა კუჭ-ნაწლავის ტრაქტი არ გააღიზიანოთ. გარდა ამისა, შესაძლოა ქრონიკული დაავადებებიც გამწვავდეს. ამიტომაც, 28 ივლისს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, დაისვენეთ და პოზიტიური განწყობა შეიქმენით.

 

სასწორი

 

შესაძლოა, ამ დღეს სრულიად უმიზეზოდ წამოიწყოთ კონფლიქტი. ცუდ ხასიათს ნუ დაემორჩილებით. გამხიარულდით, წადით კინოში ან თქვენს საყვარელ კაფეში, მოამზადეთ კერძი, რომელიც გიყვართ. 28 ივლისს ნოსტალგია, მოწყენილობა და უარყოფითი ემოცია იქნება დომინანტი, ამიტომაც ყველაფრის უფლება მიეცით თქვენს თავს, რაც გაბედნიერებთ და მთელი გულით გიყვართ.

 

მორიელი

 

28 ივლისს არ შეგეშინდეთ თამამი გადაწყვეტილებების მიღების - თქვენი ყველა ქმედება წარმატებით დაგვირგვინდება. პირად ურთიერთობებში, პირიქით, თავშეკავებული და ტაქტიანი იყავით და საყვარელ ადამიანზე ზეწოლას ნუ მოახდენთ. ამან შესაძლოა კონფლიქტამდეც მიგიყვანოთ.

 

მშვილდოსანი

 

კომუნიკაბელურ მშვილდოსანს მარტო ყოფნა მოუდნება. აუხსენით თქვენი გადაწყვეტილება სხვებს და საკუთარი თავისთვის იზოლირებული, თავისუფალი დრო მოიწყვეთ. დაფიქრდით ყველაფერზე, რაც გაშფოთებთ და მარტოობით ისიამოვნეთ. უარი თქვით მეგობრულ წვეულებებზე ან სტუმრად წასვლაზე - ასეთი ღონისძიებები 28 ივლისს მხოლოდ გაგაღიზიანებთ.

 

თხის რქა

 

2022 წლის 28 ივლისს თხის რქებს ნეგატიური აზრები და შიშები განაგებენ. თუმცა, ნუ შეგეშინდებათ. ეს მალე გაივლის. უარი თქვით მანქანით მგზავრობაზე ან ფრენებზე. მიიღეთ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა. მალე ნეგატიური ემოციები შეიცვლება და ჩვეული საბრძოლო სულისკვეთება დაგიბრუნდებათ.

 

მერწყული

 

გაქვთ შანსი, საკამათო სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ გადააქციოთ. გამოიყენეთ ეს დღე დაკარგული სიმშვიდის მოსაპოვებლად. ახლა მერწყულს უახლოესი მომავლის გეგმების შედგენა და მათი განხორციელება შეუძლია. ნუ მისცემთ ადამიანებს ისეთ დაპირებებს, რომლებსაც ვერ შეასრულებთ. 2022 წლის 28 ივლისს მერწყულებს საკუთარი სიტყვების გაკონტროლება განსაკუთრებით მოუწევთ.

 

თევზები

 

ამ დღეს შესაძლოა სიტუაციის გაკონტროლება გაგიჭირდეთ, ამიტომაც, მიჰყევით დინებას და ნუ ინერვიულებთ იმაზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ. ძალიან მალე დაბნეულობა შეიცვლება და საკუთარი გეგმების განხორციელებას დაიწყებთ. 28 ივლისს მოულოდნელი სიურპრიზისთვის მოემზადეთ.

 

 

big_banner
არქივი