logo_geo
მზიდან ურანამდე - რა გავლენას ახდენენ პლანეტები ადამიანებზე
- +

20 ივლისი. 2022. 12:22

 

 

ასტროლოგია უკვე მრავალი წელია ამტკიცებს, რომ პლანეტები ადამიანის ხასიათზე, თვისებებზე, ცხოვრების ხარისხსა და ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. მათ შორის კი ყველაზე სერიოზულ ზემოქმედებას მზე და მთვარე იწვევს. მზე ენერგიის წყაროა, რომელიც სიცოცხლისთვის გვჭირდება. მისი მდებარეობა ჩვენი დაბადების მომენტში განსაზღვრავს ჩვენს ქცევას ოჯახში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, განაპირობებს წარმატებასა თუ წარუმატებლობას. მთვარე კი ასტროლოგიაში ქვეცნობიერს განასახიერებს. მისი მდებარეობა განკარგავს იმას, რასაც მზე გვაძლევს, გავლენას ახდენს ჩვენს ემოციებზე, გრძნობებზე, ინტუიციასა და სხვა თვისებებზე.

 

პლანეტების გავლენა ადამიანის ბედზე ძალიან მრავალფეროვანია. მაგალითად, მერკური ჩვენს ღირებულებებს მართავს, რომლებიც დაბადებიდან მივიღეთ. ეს პლანეტა გავლენას ახდენს იმაზეც, თუ როგორ აღვიქვამთ სამყაროს ჩვენ.

 

ვენერა სურვილებსა და გრძნობებს მართავს. ვენერას მდებარეობა პირდაპირ კავშირშია ადამიანის ოჯახურ ურთიერთობებთან, სასიყვარულო და ასევე, სექსის სფეროსთან.

 

იუპიტერი, მარსი, სატურნი - ამ პლანეტების ქცევა ნატალურ სქემაში პირდაპირ გავლენას ახდენს სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე, გარემოებებთან ადაპტაციის უნარზე. იუპიტერი იღბლისა და დიდსულოვნების პლანეტაა. ისინი, ვინც იუპიტერის გავლენის ქვეშ არიან, თავდაჯერებულად გამოიყურებიან, არ ერიდებიან კამათს და ზოგადად გამომწვევად, ექსტრავაგანტულად იქცევიან. ამავდროულად, მიდრეკილნი არიან პრინციპების დაცვისკენ და ბოლომდე იბრძვიან საკუთარი აზრის გატანისთვის.

 

სატურნი პასუხისმგებლობის, ძალაუფლების, დისციპლინის სფეროს მართავს. ეს არის პლანეტა, რომელიც ჩვენს სამუშაო თვისებებს განსაზღვრავს, ავითარებს პასუხისმგებლობას, მოთმინებასა და შეუპოვრობას. იგი გვაიძულებს, რომ არასოდეს დავნებდეთ და ფარ-ხმალი არ დავყაროთ.

 

მარსი კი ჩვენს სურვილებს, მისწრაფებებს, სიმტკიცესა და სიძლიერეს განსაზღვრავს. გადაწყვეტილებების მიღებაზე სწორედ ის ახდენს გავლენას და გამბედაობას გვძენს.

 

ურანი, პლუტონი და ნეპტუნი პიროვნულ დამოკიდებულებებზე არიან პასუხისმგებელნი. ურანი ჩვენში შემოქმედებითობას განაპირობებს, გვძენს ცვლილებების განხორციელებისა და წინსვლის უნარს. ნეპტუნი კი საოცარ ინტუიციას გვაძლევს. გარდა ამისა, მისი გავლენით გარემოს ადეკვატურად შეფასების უნარი გვიყალიბდება. რევოლუციური გარდაქმნები, ტრადიციების და სტერეოტიპების რღვევა – ეს პლუტონის „დამსახურებაა“.

 

თუმცა, ასტროლოგების თქმით, მზისა და მთვარის შემდეგ, ადამიანზე ყველაზე დიდ გავლენას პლანეტა ურანი ახდენს, რადგანაც ის მზის გარშემო საპირისპირო მიმართულებებით ბრუნავს. ამიტომ, იგი გავლენას ახალ იდეებზე, აღმოჩენებზე, ინოვაციებსა და გრანდიოზულ პროექტებზე ახდენს. ის ადამიანები, რომლებზეც ურანი მოქმედებს, პროგრესულები არიან და შესანიშნავ საქმეებს აკეთებენ.

 

 

 

big_banner
არქივი