logo_geo
ბლეიქ ლაივლიმ თავისი დიეტის საიდუმლო გაამხილა
- +

20 ივლისი. 2022. 14:08

 

 

მსახიობი, რომელიც მეორე შვილს ელოდება, იმ ბედნიერთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც შეუძლიათ შეუდარებელი სხეულით იამაყონ, მშობიარობის შემდეგაც კი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბლეიქი ცდილობს მშობიარობის შემდეგ იდეალური ფორმები დაიბრუნოს, რადგან იცის, რომ მისი პროფესია მსახიობისგან მაქსიმალურ შედეგს მოითხოვს.

 

„The Shadows“-ის გადაღებები პირველი გოგონას, ჯეიმსის დაბადებიდან 10 თვეში დაიწყო. მსახიობი გადასაღებ მოედანზე იდეალურ ფორმაში იყო, რაშიც როგორც მან აღიარა, დიეტა დაეხმარა.

 

„მე ხორბალზე და გლუტენზე მომიწია უარის თქმა“, - თქვა ბლეიქმა. „თავიდან გგონია, რომ ეს ადვილია, მაგრამ მერე ხვდები, რომ ხორბალი თითქმის ყველაფერშია. ერთადერთი გზა, დამეცვა რაციონი - ცილოვანი საკვების მიღება იყო“, - დაამატა მსახიობმა.

 

„ასეთი კვების დროს, მნიშვნელოვანია პროტეინების და ნახშირწყლების მიღების ბალანსი დაიცვათ, ასევე, არ დაგავიწყდეთ ბოსტნეულის მიღება. ასე რომ, ყველაფერი არცთუ ისეთი საშინელი აღმოჩნდა. მე მაგალითად, შაქარზე არ მითქვამს უარი და მივირთმევდი სუშის, ოღონდ სოუსის გარეშე“. ბლეიქის თქმით, 9-თვიანი დიეტა საკმარისი იყო იმისათვის, რომ ზედმეტი წონა მოეცილებინა, თუმცა, მხოლოდ დიეტა არ არის შედეგის გარანტი, სასურველი წონის დაბრუნებაში მსახიობს სისტემატური ვარჯიშიც დაეხმარა. „შედეგი ძალიან კარგი აღმოჩნდა, ასეთ ფორმაში არასოდეს ვყოფილვარ, - იხსენებს ორსული ბლეიქი, -  როგორც წესი, როდესაც ქალი ბავშვს აჩენს, ფიქრობს, რომ აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო. სინამდვილეში, თუ ის თავს კარგად მოუვლის, უკეთესიც კი გახდება“.

 

 

 

big_banner
არქივი