logo_geo
წარსულის შეცდომების გადაფასება და სიურპრიზები სასიყვარულო ურთიერთობებში - როგორი კვირა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
- +

20 ივლისი. 2022. 16:03

 

 

კვირის დასაწყისში იყავით უფრო აქტიურები და შეეცადეთ, მიიღოთ ახალი გამოცდილება. სცადეთ ის, რაც დიდი ხანია გინდოდათ, მაგრამ ვერ ბედავდით. შეხვდით ახალ ადამიანებს, წამოიწყეთ ახალი ბიზნესი, განავითარეთ განსხვავებული ჰობი თუ ინტერესები და გახადეთ ცხოვრება უფრო საინტერესო. გარდა ამისა, იწყება პერიოდი, როდესაც ჩვეულებრივზე მეტი დრო უნდა დაუთმოთ ნათესავებსა და მეგობრებს, ოჯახს, შვილებს, მშობლებს. ეცადეთ, ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაცია მშვიდად მოაგვაროთ, რადგანაც ასტროლოგების თქმით, შესაძლოა, ამ კვირაში ბევრი მსგავსი სიტუაცია შეიქმნას. უფრო კონკრეტულად მოგიყვებით, რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მიმდინარე კვირის განმავლობაში:

 

ვერძი

 

ეს კვირა ახალი აღმოჩენებისათვის საუკეთესოა - ეს იქნება სამუშაო, სწავლა თუ უბრალოდ სეირნობა ან მოგზაურობა. ვერძებს აქვთ პერიოდი, როდესაც ყველა საქმესა და წამოწყებაში იღბალი მათ მხარეს იქნება. გარდა ამისა, შესანიშნავი დროა ახალი მიზნებისა და გეგმების განსასაზღვრავად.

 

კურო

 

კურო ცხოვრების ახალ და მნიშვნელოვან ეტაპს იწყებს. ახლა მთელი ყურადღება ამ კონკრეტულ ასპექტს უნდა დაუთმონ, იფიქრონ რა მიმართულებით მიდიან და აკეთებენ თუ არა ყველაფერს სწორად. დააფასეთ თუნდაც უმნიშვნელო წარმატება, სიურპრიზი და სამყარო უფრო გულუხვად დაგაჯილდოებთ.

 

ტყუპი

 

კვირის დასაწყისში იზრუნეთ ფინანსურ საკითხებზე. ეს თემა ახლა უფრო აქტუალური იქნება, ვიდრე ოდესმე. წინ იარეთ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. მიმდინარე კვირაში კი ნებისმიერი წამოწყება შედეგს აუცილებლად მოგიტანთ.

 

კირჩხიბი

 

ჯობს, ნეგატიური აზრებისგან გათავისუფლდეთ და საყვარელ ადამიანებთან კონფლიქტებს მოერიდოთ. თუ ვინმეს დაკარგვის გეშინიათ, იფიქრეთ, რა გიქმნით ამის საფუძველს და მის მოგვარებას შეეცადეთ. ხოლო, თუ ეს მხოლოდ თქვენი შიშებია, მნიშვნელოვანია, რომ მასთან გამკლავება ისწავლოთ, რომ ურთიერთობებზე უსაფუძვლო ეჭვები უარყოფითად არ აისახოს. ამ კვირაში შესაძლოა შეხვდეთ ისეთ ადამიანს, რომელთანაც ძალიან მნიშვნელოვანი სულიერი ბმა გექნებათ და შეიძლება ის თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად გადაიქცეს.

 

ლომი

 

ლომებისთვის დადგა ის დრო, რომ ზედმეტი რაღაცებისგან გათავისუფლდნენ. ეს ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს ეხება. გაწყვიტეთ ურთიერთობა არასაჭირო ადამიანებთან, რომლებსაც მხოლოდ ნეგატიური ემოციები მოაქვთ და დაიწყეთ ცხოვრება დამოუკიდებლად. პიროვნული ზრდისთვის სასარგებლოა ტრენინგები, საჯარო შეხვედრები, ლექციები, ეს კვირა კი დასაწყებად შესანიშნავი პერიოდია.

 

ქალწული

 

ყურადღება მიაქციეთ თქვენი პირადი ცხოვრების ასპექტებს. ყველა ქალწულს ერთგვარი გამოცდა ელის - ურთიერთობის გასაძლიერებლად დაგეგმეთ საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობა, ბუნებაში გასვლა, მოუწყვეთ პატარა სიურპრიზი. ასეთი სიურპრიზები არა მხოლოდ ორივეს გაგახარებთ, არამედ თქვენს გრძნობებს ან უბრალო სიმპათიას გააძლიერებს.

 

სასწორი

 

დროა, საბოლოოდ აიღოთ პასუხისმგებლობა ყველა იმ საქმეზე, რაც წარსულში გააკეთეთ. არ არის საჭირო, ვინმეს რამე გადააბრალოთ, რადგანაც ის ყველაფერი, რაც ახლა თქვენს თავს ხდება, ისევ თქვენი და იმ ნაბიჯების ბრალია, რომლებიც წარსულში გადადგით. ისწავლეთ მოთმინება, ნუ მოითხოვთ ზედმეტ ყურადღებას საყვარელი ადამიანებისგან და ახლობლებისგან. დაუთმეთ შაბათ-კვირა სპორტს ან ბუნებაში გასეირნებას. ეს მოგიტანთ როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ სარგებელს.

 

მორიელი

 

მორიელებს რომანტიკული პერიოდი ელით. დიდი ალბათობით, შეხვდებით "განსაკუთრებულ" ადამიანს. შესაძლოა, გაგიჩნდეთ განცდა, რომ ეს დიდი სიყვარულია - ზუსტად ის, რასაც მთელი ცხოვრება ეძებდით. ოღონდ ღრუბლებში ნუ აფრინდებით, რადგანაც ადამიანი შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს იმისგან, რაც პირველ შეხვედრაზე დაინახეთ.

 

მშვილდოსანი

 

პროფესიულ სფეროში დადებითი ცვლილებები მოხდება. დროა, ნაყოფიერად გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები. მოემზადეთ უჩვეულო, რომანტიკული შეხვედრისთვის ამ შაბათ-კვირას. ახლა სიყვარულის დროა!

 

თხის რქა

 

ამ კვირაში მეტ თავისუფლებას მიიღებთ, თქვენი ნიჭი დაფასდება. შეადგინეთ გრძელვადიანი გეგმები, მოძებნეთ პარტნიორები. თუმცა, კვირის მთავარი სირთულე იქნება ის, რომ შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ადამიანები, რომლებსაც ენდობოდით, სულაც არ იმსახურებდნენ ამას. ნუ აღიქვამთ ამ ფაქტს ტრაგიკულად, რადგანაც ეს უმნიშვნელოვანესი გამოცდილებაა და ჯობს, ცხოვრებაში ნამდვილი ადამიანები გყავდეთ გვერდით.

 

მერწყული

 

თუკი რაიმე ახალი სცადეთ აქამდე და არ გამოგივიდათ, ზუსტად ახლაა თქვენი დრო. თავისუფლად გამოიჩინეთ ახალი ინიციატივა და თავდაჯერებულობა დღითი დღე გაგეზრდებათ. შაბათ-კვირას კი დამსახურებული დასვენება გეკუთვნით.

 

თევზები

 

გარანტირებული გაქვთ ფინანსური წარმატება და გარდა ამისა, თავს უფრო მიმზიდველ ადამიანად იგრძნობთ. ამ კვირაში სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები გექნებათ. შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად დაინტერესდეთ ადამიანით, რომელსაც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს.

 

 

big_banner
არქივი