logo_geo
რეტროგრადული იუპიტერი 28 ივლისიდან - რა უნდა გააკეთოთ, რომ უკეთესი მომავლის შანსი ხელიდან არ გაუშვათ
- +

21 ივლისი. 2022. 12:36

 

 

ყველა პლანეტა რეტროგრადულ ფაზაში ორ წელიწადში ერთხელ მაინც გადადის. ეს არის პერიოდი, როდესაც ისინი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ და ადამიანსა და მის საქმიანობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. პლანეტა იუპიტერი რეტროგრადულ მოძრაობას 28 ივლისიდან დაიწყებს და ეს პროცესი 23 ნოემბრამდე გაგრძელდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი თევზების თანავარსკვლავედში იქნება.

 

იუპიტერი პასუხისმგებელია სულიერ განახლებაზე, ღირებულებების გადაფასებაზე არა მხოლოდ ინდივიდისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის. იმას, რასაც ადრე ჩვეულებრივად აღიქვამდი, ახლა უფრო განსხვავებულად დაინახავთ. გარდა ამისა, გადახედავთ ფინანსებთან, სიყვარულთან დაკავშირებულ საკითხებს და იგრძნობთ, რომ ამ მიმართულებით რაღაცის შეცვლა გჭირდებათ. იუპიტერი გიბიძგებთ, საკუთარი თავი, თვისებები და ცხოვრების სტილი გადააფასოთ და ნაკლოვანებები აღმოფხვრათ.

 

რას უნდა ველოდოთ რეტროგრადული იუპიტერისგან?

 

იუპიტერი გულუხვი და კეთილგანწყობილი პლანეტაა. დაგიახლოვდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც საინტერესო იდეებს მოგაწვდიან და ამავდროულად, თქვენში შინაგან ტრანსფორმაციას გამოიწვევენ. როგორც წესი, რეტროგრადული იუპიტერის დროს პრიორიტეტები მატერიალურიდან სულიერ სფეროზე გადადის.

 

გარდა ამისა, ამავე პერიოდში შეიძლება დაუბრუნდეთ ძველ ჰობის, ინტერესებს, რომლებიც წლების წინ, ბავშვობაში გიყვარდათ და მერე სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვით. ოქტომბერში ფინანსური თვალსაზრისით, თითოეული ადამიანისათვის ძალიან ხელსაყრელი პერიოდი იქნება. შესაძლოა წამოიწყოთ ბიზნესი, რომელიც კარგ შემოსავალს და ფინანსურ უზრუნველყოფას მოგიტანთ. გარდა ამისა, შეიძლება მოულოდნელად კარგი საჩუქარიც მიიღოთ.

 

რჩევები რეტროგრადული იუპიტერის პერიოდისათვის:

 

როდესაც იუპიტერი რეტროგრადულ ფაზაში შედის, ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს შიშებს, გაიგოთ მათი ბუნება და შეიმუშაოთ საკუთარი ეგო. თუ არსებობს ეჭვი, დაძაბულობა, გაურკვევლობა ან რაღაც არასწორად მიდის, არ არის საჭირო, ვინმე დაადანაშაულოთ ან ნეგატიურზე იფიქროთ. უმჯობესია, კარგი გაკვეთილი მიიღოთ და სამომავლოდ აუცილებლად გაითვალისწინოთ. ახლა პიროვნული ზრდისა და განვითარების დროა. გადახედეთ განვლილ გზას და სერიოზულად დაფიქრდით, რა გააკეთეთ კარგად და რა - ცუდად. ყურადღებით იყავით სამყაროს მინიშნებების მიმართ. ის წარმატებისკენ მიმავალ გზას აუცილებლად გაჩვენებთ.

 

გაიღრმავეთ ცოდნა და ყურადღებით გააანალიზეთ თითოეული ნაბიჯი. იქ, სადაც წარუმატებლობა და წაგება ნახეთ, ამ პერიოდში ხელახალი მცდელობისთვის ნუღარ დაბრუნდებით. გარდა ამისა, რეტროგრადული იუპიტერის დროს სესხის აღება რეკომენდებული არ არის.

 

თუ თქვენ შინაგან პრობლემებთან გამკლავებას მოახერხებთ, გათავისუფლდებით შფოთვისა და ნეგატიური აზრებისგან, იუპიტერი აუცილებლად დაგეხმარებათ და ხელს შეუწყობს ყველა მიზნისა თუ მისწრაფების მიღწევას.

 

 

big_banner
არქივი