logo_geo
წვენის დიეტა: დაიკელით წონაში და გაიწმინდეთ ორგანიზმი მარტივად
- +

21 ივლისი. 2022. 17:28

 

 

წვენის დეტოქს-დიეტა ჩვეულებრივ ხილისა და ბოსტნეულის წვენების დალევას მოიცავს მთელი დღის განმავლობაში. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ხუთ დღეზე დიდი დროით არ უნდა გაგრძელდეს.

 

წვენის დიეტა შეიძლება გამოვიყენოთ არა მხოლოდ ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის, არამედ მეტაბოლიზმის პროცესის გასაძლიერებლად, გრძელვადიანი დიეტური პროგრამის მომზადებისთვის. როდესაც წვენების დიეტაზე ხართ, თქვენ მთლიანად გამორიცხავთ რაციონიდან ნებისმიერ სხვა საკვებს და მათ ახალგამოწურული წვენით ცვლით. ასევე, დიდი რაოდენობით წყალიც უნდა მიიღოთ. დეტოქსის ამ ფორმის მთავარი მიზანია, დაეხმაროს ორგანიზმს მავნე ტოქსინებისგან განთავისუფლებაში.

 

წვენების დიეტის განხილვისას დიეტოლოგები რეკომენდაციას უწევენ, 250-300 მლ წვენი სამი ძირითადი კვებისას მიიღოთ. გარდა ამისა, როდესაც დიდი რაოდენობით სითხეს იღებთ, საკმაოდ ხშირად სარგებლობთ ტუალეტით, რაც ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნის ნაწილია. შუალედებში აუცილებლად დალიეთ წყალი. წყალი უნდა იყოს სუფთა და არა ცივი, არამედ ოთახის ტემპერატურის.

 

შეეცადეთ, დალიოთ რაც შეიძლება მეტი ახლადგამოწურული წვენი. ის წვენი, რომლებიც სუპერმარკეტებში იყიდება, უამრავ კონსერვანტსა და მავნე შაქარს შეიცავს. ამიტომაც, გამოიყენეთ ფორთოხალი, გრეიპფრუტი და ყურძენი, რომლებსაც სახლში მოამზადებთ. თუ გსურთ ბოსტნეულის წვენების დალევა, სცადეთ კიტრი, ნიახური და ნიორი. ასევე, შეგიძლიათ სცადოთ ბოსტნეულის ბულიონები, რომლებიც დამზადებულია პომიდვრის, მწვანე წიწაკისა და კომბოსტოსგან. ზოგიერთ ხილსა და ბოსტნეულს, როდესაც წვენად გარდაქმნით, შეუძლია ორგანიზმს მრავალი სარგებელი მოუტანოს. ვაშლი ორგანიზმს A, B და C ვიტამინებით, ასევე კალიუმით და კალციუმით ამარაგებს. გარგარი უზრუნველყოფს ამავე სამი ვიტამინით, პლუს K ვიტამინითა და ფოსფორით. ჭარხალი მდიდარია კალციუმით, რკინით და C ვიტამინით. ბროკოლი შეიცავს კალიუმს, ვიტამინ B1-ს და კალციუმს.

 

ამასთან, გახსოვდეთ, რომ სიფრთხილის ზომები უნდა მიიღოთ. წვენების დიეტაზე ყოფნისას, შეიძლება ენერგიის ნაკლებობას განიცდიდეთ. თუ თქვენ ჯანმრთელობის რაიმე სერიოზული პრობლემა გაქვთ, წვენის დიეტა არ არის რეკომენდებული. აუცილებლად მიმართეთ ექიმს და შესაბამისი რჩევები მიიღეთ.

 

 

big_banner
არქივი