logo_geo
ყველაზე საშიში ასაკი ასტროლოგიაში: როგორ უნდა გავიაროთ ეს ეტაპი დანაკარგების გარეშე
- +

21 ივლისი. 2022. 17:29

 

 

ასტროლოგია სამყაროში ძალიან ბევრ შეკითხვაზე იძლევა პასუხს და ადამიანებს ეხმარება, არა მხოლოდ ურთიერთობებისა და ხასიათის თვისებების განსაზღვრაში, არამედ სამომავლო პრობლემების გადაჭრაშიც. გარდა ამისა, შესაძლოა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ისეთი ასტროლოგიური მოვლენები მოხდეს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ ადამიანების კეთილდღეობასა და ცხოვრებაზე.

 

ასაკობრივი კავშირი სამხრეთისა და ჩრდილოეთის კვანძებთან

 

ყოველი ადამიანი დაბადებისას ეგრეთ წოდებულ ბედის ღერძს ჰქმნის, რომელიც ყალიბდება ორი კარმული კვანძით - აღმავალით და დაღმავალით. ისინი მთვარისა და მზის კოსმოსურ პრინციპებს აერთიანებენ, ადგენენ მიმართულებას. ადამიანს, პირველ რიგში, სწავლა, განათლება, თვითგანვითარება ევალება, რაც აღმავალი კვანძით ხასიათდება.

 

ჩვენ, ყველანი გარკვეული კარმული ამოცანების შესაბამისად ვიბადებით, ამიტომაც წარსულის შეცდომების გაანალიზება და მომავალში გამოყენება აუცილებელია, რაც დაღმავალ, ანუ სამხრეთის კარმულ კვანძს უკავშირდება. ეს კარმული კვანძები ყოველთვის საპირისპიროა. კვანძების სრული ბრუნვა ყოველ 18-18,5 წელიწადში ერთხელ ხდება. კვანძები დაბადებისას მოცემულ საწყის წერტილებს უბრუნდებიან და ადამიანი კრიზისშია. საბედისწერო თარიღებში ყველა იმ სირთულეს გადის, რაც იქამდე, ცხოვრების განმავლობაში გაიარა. თუმცა, მეორე მხრივ, შეგიძლიათ, სიტუაცია სრულად შემოაბრუნოთ, განვითარდეთ და ბედნიერი მომენტები იპოვოთ.

 

ასტროლოგიაში კარმული კვანძების გათვალისწინებით რამდენიმე საბედისწერო ასაკი არსებობს, რომელთა გადალახვაც დანაკარგების გარეშე მნიშვნელოვანია. ესენია: 18-18,5, 37-39, 55-57, 73-76 წლები.

 

შესაძლებელია თუ არა ცხოვრების რთული პერიოდისთვის მომზადება?

 

ამისთვის წინასწარ მომზადება შეუძლებელია. მოცემული კრიზისი შეიძლება შესანიშნავი საფეხური იყოს წინსვლისთვის და ადამიანმაც მარტივად გაიაროს ეს პერიოდი, თუ საკუთარ მიზნებს გაჰყვება და თავისუფლებას აირჩევს. ცხოვრების რთულ პერიოდში უნდა გესმოდეთ, რომ რაც ხდება, რაღაც მიზეზითაა განპირობებული, ამიტომაც აიღეთ სრული პასუხისმგებლობა, გაიხსენეთ, რა არ გააკეთეთ, სად მოიქეცით არასწორად, როდის ვერ დაემორჩილეთ ცდუნებებს. პირველ რიგში, აღიარეთ შეცდომები და დაიწყეთ მათ გამოსწორებაზე მუშაობა. ეს ჭეშმარიტ თავისუფლებამდე აუცილებლად მიგიყვანთ და ის თარიღები, რომლებიც ასტროლოგიაში შედარებით რთულად ითვლება, მარტივი გასავლელი იქნება.

 

 

big_banner
არქივი