logo_geo
ემოციური დაძაბულობა, კონფლიქტების რისკი და მნიშვნელოვანი შეხვედრები - როგორი კვირა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
- +

25 ივლისი. 2022. 16:20

 

 

ივლისის ბოლოს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა, კერძოდ, 28 ივლისს იუპიტერი, ფილოსოფიის პლანეტა, რეტროგრადულ ფაზაში გადადის და გარკვეულ პროცესებს შეაფერხებს. ასევე, გვაიძულებს, რომ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ჩვენს სულიერ სამყაროს, აღმოვაჩინოთ შიშები და ვებრძოლოთ მათ. გარდა ამისა, 28 ივლისს ლომის ნიშანში ახალი მთვარეა. 26 ივლისს კი მარსისა და მერკურის საპირისპირო პოზიცია ადამიანებში კონფლიქტებსა და უსიამოვნებებს გაამწვავებს. გარდა ამისა, 31 ივლისს მერკური სატურნის საპირისპირო მიმართულებით იქნება და ეს პოზიცია გარკვეულ სირთულეებს შექმნის სწავლაში, კომუნიკაციასა და კონტაქტებში. უფრო ზუსტად, ასტროლოგები განმარტავენ, რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მიმდინარე კვირის განმავლობაში:

 

ვერძი

 

ვერძისთვის სიტუაციები ისე განვითარდება, რომ ნებისმიერი, თუნდაც არასწორი ქმედება უკეთესი იქნება, ვიდრე უმოქმედობა. საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გამო, შეგიძლიათ პერსპექტიული შესაძლებლობები ან უკეთესი მომავლის შანსები დაკარგოთ. ამ კვირაში კონკურენციას იგრძნობთ და გექნებათ განცდა, რომ ბრძოლისთვის ძალა აღარ გყოფნით. კვირის დასაწყისში შესაძლოა უხერხული მომენტები ან კიდევ არასასიამოვნო შეხვედრები გქონდეთ. თუმცა, ნუ ინერვიულებთ, სიტუაცია აუცილებლად გამოსწორდება.

 

კურო

 

ივლისის ბოლო კვირა წინააღმდეგობით, პრეტენზიებითა და ეჭვიანობით იქნება სავსე. ქორწინების ან ნიშნობის გაუქმებაც კი შესაძლებელია. ამ კვირაში დიდ მანძილზე მოგზაურობა არ არის რეკომენდებული. ასევე, განსაკუთრებით ფრთხილად იყავით მანქანის მართვის შემთხვევაში. შესაძლოა, თქვენი გეგმები ისე არ წავიდეს, როგორც ფიქრობდით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ პერიოდში არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და თითოეული ნაბიჯი კარგად გააცნობიეროთ.

 

ტყუპი

 

გასული პერიოდის ნოსტალგია მთავრდება და უფრო აქტიური კვირა იწყება. თუმცა, ტყუპები ამ კვირაშიც გადაწყვეტენ, რომ ერთდროულად ორი კურდღელი დაიჭირონ, რამაც შესაძლოა, არ გაამართლოს. ამის გამო კი გაურკვევლობას იგრძნობთ. ტყუპის ზოგიერთი წარმომადგენელი შესაძლოა, ცილისწამების ან თუნდაც ღალატის წინაშე აღმოჩნდეს. კვირის ბოლოსთვის ყველა სიტუაციის გარკვევას აუცილებლად შეძლებთ.

 

კირჩხიბი

 

მატერიალურ სიმდიდრესთან დაკავშირებული ცხოვრებისეული გარემოებები გაუმჯობესდება. სტაბილური კვირა გექნებათ, როდესაც ყველაფერი ნელა, შეუფერხებლად, წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხდება. შესაძლოა, ზოგიერთისთვის ასეთი სიმშვიდე და სტაბილურობა მოსაწყენი და უაზრო ჩანდეს, მაგრამ კირჩხიბებისთვის ეს პრაქტიკულად, ბედნიერებაა.

 

ლომი

 

„კარმული სამართლიანობა“, „პირადი პასუხისმგებლობა“ და „გადასახადების გადახდა“ - ამ კვირაში სწორედ ეს იქნება ლომის მთავარი დევიზი. მნიშვნელოვანია, შინაგანი წონასწორობის მდგომარეობაში იყოთ, აკონტროლოთ ემოციები და ქმედებების შედეგებზე დაფიქრდეთ. შესაძლოა, ამ კვირაში მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტოთ, სიმართლე გაარკვიოთ და უსიამოვნო საუბრებიც გქონდეთ, მაგრამ თქვენი ოპტიმიზმი და შემართება დაძაბული პერიოდის გადალახვაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

 

ქალწული

 

ეს კვირა შესაძლოა, თქვენთვის გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდებოდეს. დახმარების შემოთავაზებებს ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდით, რადგანაც არის შანსი, რომ თქვენთვის წარუმატებელი ან წამგებიანი წინადადება იყოს. გახსოვდეთ, რომ წარმატებას მიაღწევთ მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებთ. ასევე, ამ კვირაში გეგმებს ნუ გადადებთ, რადგანაც შედეგი იმაზე ახლოსაა, ვიდრე გგონიათ.

 

სასწორი

 

კვირის განმავლობაში გარკვეული დილემები გექნებათ. უამრავი შეკითხვა გაგიჩნდებათ, რა გააკეთოთ, რომელი აირჩიოთ ან რას მიანიჭოთ უპირატესობა. წარმატებას კი ის სასწორები მიაღწევენ, რომლებიც კარგად გააანალიზებენ სიტუაციას და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ასევე, კიდევ ერთხელ აღმოაჩენთ ლიდერობისა და სხვა ადამიანების დარწმუნების უნარს. გექნებათ კარიერული წინსვლის პერსპექტივა.

 

მორიელი

 

მორიელებს კვირა მნიშვნელოვან სიახლეებს, კერძოდ კი, სამუშაოს ან შემოსავალს მოუტანს. ყოველდღიური პრობლემები წარმატებით მოგვარდება, განსაკუთრებით იმ მორიელებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ აქტიურად გამოიყენონ პრაგმატიზმი და ლოგიკა ბიზნესისადმი მიდგომებში. კარგი შანსებია ახალი ბიზნესისა და პროექტების დასაწყებად, ტრენინგების, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ახალი უნარების ან თუნდაც პროფესიის დაუფლებისთვის. ის მორიელები, რომლებსაც შეუძლიათ თეორიის პრაქტიკაში გამოყენება, მოგვიანებით შესანიშნავ შედეგებს მიიღებენ. მომგებიანი გარიგებები და ხელსაყრელი გარიგებები ელის იმ მორიელებს, რომლებიც მზად არიან, რომ ძალიან ბევრი იმუშაონ.

 

მშვილდოსანი

 

მშვილდოსანი კვირის დასაწყისში გარკვეულ დაღლილობას იგრძნობს და გაუჩნდებათ განცდა, რომ ბედმა მათ ზურგი აქცია. თუმცა, ეს განცდა მხოლოდ შაბათამდე გაგრძელდება, როცა ამ ნიშნის წარმომადგენლებს ახალი შესაძლებლობები, პერსპექტივები, ოპტიმიზმი და იღბალი დაუბრუნდებათ. იქამდე კი არ არის რეკომენდებული ახალი ბიზნესის წამოწყება, დაპირებების მიცემა. მიზანშეწონილია, შეამციროთ ფიზიკური დატვირთვა და სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. იცოდეთ, რომ ყველა შეფერხება დროებითია და კარგი დღეები აუცილებლად მოვა.

 

თხის რქა

 

როგორც იცით, თხის რქები საკუთარი დიპლომატიითა და თავშეკავებით გამოირჩევიან, თუმცა ამ კვირაში გრძნობებს უჩვეულოდ გამოხატავენ. წყენინება, ბრალდებები, კამათი - ესაა ის, რასაც, როგორც წესი, თხის რქები არ აკეთებენ, მაგრამ ახლა ამ ემოციებს გამოხატავენ. ამ კვირაში მოერიდეთ ახალი პროექტების აღებას, იცოდეთ, რომ ეს ემოციები შემდეგი კვირისთვის აუცილებლად დასტაბილურდება.

 

მერწყული

 

ამ კვირაში არეულობას, ქაოსსა და დაბნეულობას იგრძნობთ, მაგრამ ეს ყველაფერი ახალ იდეამდე მიგიყვანთ, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან წარმატებას მოგიტანთ. კვირის ბოლოს ეს ქაოსიც დალაგდება და იგრძნობთ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

 

თევზები

 

ასტროლოგების თქმით, არის რისკი, რომ ამ კვირაში დამაბნეველი სიტუაციები შეგექმნათ და ოცნებისა და რეალობის სამყაროში ცოტა დაიკარგოთ. ურთიერთობებში უფრო მკაფიო ნაბიჯები უნდა გადადგათ, თუ არ გინდათ, რომ თქვენი სურვილები განუხორციელებელად დარჩეს. ახალი მთვარის შემდეგ თევზების ემოციები დასტაბილურდება და ივლისის ბოლო დღეებს საკმაოდ მშვიდად და პოზიტიურად შეხვდებიან.

 

 

big_banner
არქივი