ალბათ, ზაფხულის ცხელ დღეებს ისე არაფერი უხდება, როგორც ცივი ნაყინი. ამიტომაც, გაგიზიარებთ მარტივად მოსამზადებელ რეცეპტს, რომლითაც სასიამოვნო განწყობას შეიქმნით და არც ზედმეტ კალორიებზე ინერვიულებთ. დაგჭირდებათ:
რბილი ხაჭო ან სქელი იოგურტი - 250 გრამი
თაფლი - 4 სუფრის კოვზი
ათქვეფილი ნაღები - 400 გრამი
ლაიმის ცედრა გემოვნებით
მომზადება:
ხაჭო ან იოგურტი შეურიეთ თაფლსა და ლაიმის ცედრას. დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები და ნაზად მოურიეთ. მიღებული მასა მოათავსეთ საყინულეში, დროდადრო კვლავ ამოურიეთ. რამდენიმე საათის შემდეგ თქვენი ნაყინი მზად იქნება. შეგიძლიათ, გარედანაც მოაყაროთ ლაიმის ცედრა და ისე მიირთვათ.