logo_geo
ლაიმის ნაყინი თაფლით - პიკანტური გემო, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით გამოგადგებათ
- +

25 ივლისი. 2022. 16:22

 

 

ალბათ, ზაფხულის ცხელ დღეებს ისე არაფერი უხდება, როგორც ცივი ნაყინი. ამიტომაც, გაგიზიარებთ მარტივად მოსამზადებელ რეცეპტს, რომლითაც სასიამოვნო განწყობას შეიქმნით და არც ზედმეტ კალორიებზე ინერვიულებთ. დაგჭირდებათ:

 

რბილი ხაჭო ან სქელი იოგურტი - 250 გრამი

თაფლი - 4 სუფრის კოვზი

ათქვეფილი ნაღები - 400 გრამი

ლაიმის ცედრა გემოვნებით

 

მომზადება:

 

ხაჭო ან იოგურტი შეურიეთ თაფლსა და ლაიმის ცედრას. დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები და ნაზად მოურიეთ. მიღებული მასა მოათავსეთ საყინულეში, დროდადრო კვლავ ამოურიეთ. რამდენიმე საათის შემდეგ თქვენი ნაყინი მზად იქნება. შეგიძლიათ, გარედანაც მოაყაროთ ლაიმის ცედრა და ისე მიირთვათ.

 

 

big_banner
არქივი