logo_geo
2022 წლის რეტროგრადული იუპიტერი: როგორ შეცვლის ეს მოვლენა თქვენს ცხოვრებას?
- +

26 ივლისი. 2022. 13:09

 

 

ასტროლოგიის სამყაროში მზის სისტემის ყველა პლანეტას აქვს რეტროგრადული - საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრაობის უნარი. იუპიტერი მოცემულ მდგომარეობაში ყოველწლიურად ოთხი თვის განმავლობაში რჩება და ჩვეულებრივ, ამ პერიოდიდან წარუმატებლობისა და იმედგაცრუებების მოლოდინი არსებობს. იგი რეტროგრადულ ფაზაში 28 ივლისიდან გადადის და 24 ნოემბრის ჩათვლით იქნება. ამ დროის განმავლობაში დიდი ტრანსფორმაცია დაიწყება გლობალურ დონეზე. ბევრი ადამიანი შეეცდება, საკუთარი შესაძლებლობები გააფართოოს, გეოპოლიტიკის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება.

 

პირადი ცხოვრება

იუპიტერი კირჩხიბის ნიშანში იქნება და ბევრისთვის ეს ნანატრი ქორწინების პერიოდს მოიტანს. ზოგი კი საბოლოოდ გადაწყვეტს დაშორებას. გარდა ამისა, ეს ეტაპი თქვენს ურთიერთობებში სიცხადეს შემოიტანს. თუმცა, გახსოვდეთ, თუ ახლა დაიწყებთ ურთიერთობას, ჯობს ქორწინება ოფიციალურად 24 ნოემბრის შემდეგ დაგეგმოთ. რეტროგრადული იუპიტერის დროს მოერიდეთ სესხის აღებას, ნუ გამოიყენებთ კრედიტსა და იპოთეკას, რადგანაც შესაძლოა ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც თქვენ გსურთ.

საქმიანი სფერო

კარიერული თვალსაზრისით, ადამიანების უმეტესობა ფულის გამომუშავების მარტივ გზებს მიანიჭებს უპირატესობას. ასევე, აქტუალური იქნება დისტანციურ ფორმატში მუშაობა. ბევრი კი გაბედავს და საკუთარ ბიზნესს წამოიწყებს. იუპიტერი ოპტიმიზმსა და თავდაჯერებულობას განიჭებთ, ამიტომაც მასშტაბურ პროექტებს შეეჭიდებით, პერსპექტივას გაიფართოვებთ და გააკეთებთ იმას, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდით. რეტროგრადული იუპიტერის დროს იმაზე უკეთ დაინახავთ საკუთარ შესაძლებლობებს, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა, ამიტომაც ეს პერიოდი აუცილებლად გამოიყენეთ. შანსი ხელიდან არ გაუშვათ, იყავით უფრო თამამი და გამბედავი და წარმატება აუცილებლად მოვა. ნებისმიერი შემოთავაზება როგორც სამყაროს ნიშანი, ისე აღიქვით, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებისას არ იჩქაროთ. კარგად დაფიქრდით და გასაზღვრეთ, რა უკეთესი იქნება თქვენთვის.

 

გარდა ამისა, ასტროლოგების თქმით, რეტროგრადული იუპიტერი ბიზნესის თვალსაზრისითაც მომგებიან პერიოდს გპირდებათ. თქვენი ყველა წამოწყება წარმატებული იქნება. გარდა ამისა, ეს დრო შესაფერისია ადრე დაწყებული სამუშაოს გასაგრძელებლად და წარსულის მოგონებების ტვირთისგან თავის დასაღწევად. იდეალურ შემთხვევაში, თუ გადახედავთ თქვენს ღირებულებებსა და პრიორიტეტებს და განაახლებთ მიზნებს, ეს თქვენს ამჟამინდელ პოზიციას გააძლიერებს და მომავალში უფრო დიდ წარმატებას მიაღწევთ.

 

 

big_banner
არქივი