logo_geo
ანჯელინა ჯოლის კანის მოვლის 7 საიდუმლო
- +

28 ივლისი. 2022. 16:21

 

 

როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზი ქალად გთვლიან, ეს ძალიან დიდი წნეხია, რადგან ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდე.

 

გარეგნობასთან ერთად, როგორც აღმოჩნდა, ანჯელინა ჯოლი განსაკუთრებით ზრუნავს სულიერ განვითარებაზეც. „ყოველთვის შეგიძლია ჩაიცვა ლამაზი კაბა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, რას ატარებთ გარედან, თუ შინაგანად არ ხართ ლამაზი და ძლიერი“, - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

ანჯელინა ჯოლის არ ეშინია დაბერების, ნაოჭების... „სარკეში ვიყურები და ვხედავ, რომ დედაჩემს ვგავარ, ამაზე სასიამოვნო არაფერია“, - განმარტავს მსახიობი. მიუხედავად ამისა, ანჯელინა ყოველთვის ფორმაშია და ამისთვის საკუთარი ხრიკებიც აქვს. აი, ისინიც:

 

მან დაიწყო დერმატოლოგთან კონსულტაცია ადრეულ ასაკში

 

ანჯელინა ჯოლი 11 წლის იყო, როცა პირველად ეწვია დერმატოლოგის კაბინეტს და მას შემდეგ ყოველთვის იმავე სპეციალისტთან დადის. მისი სახელია რონდა რენდი. რონდასთან მსახიობი დედამ მიიყვანა და მას შემდეგ ის ანჯელინას ერთ-ერთი ყველაზე კარგი მეგობარი გახდა.

 

ის არასდროს გადის სახლიდან მზისგან დამცავი კრემის გარეშე

 

მარადიული ახალგაზრდობისთვის ანჯელინა ჯოლი მზისგან დამცავ კრემს იყენებს. მსახიობმა კარგად იცის, თუ რა ზიანს აყენებს მზის სხივები კანს და დამატებითი დაცვისთვის ხშირად იყენებს ქუდებსაც.

 

 

მან იცის, როგორ დააბალანსოს მაკიაჟი

ანჯელინა ჯოლი მკვეთრი მაკიაჟით ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად ჩნდება. როგორც თავად განმარტავს, აქცენტს ან მუქ თვალის ჩრდილებზე აკეთებს ან წითელ ტუჩსაცხზე. დიდი ტუჩებისა და ისედაც გამოკვეთილი სახის ნაკვთების გამო ის ყოველთვის ცდილობს, სწორად შეარჩიოს მაკიაჟი.

ის არ მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას

თავად ანჯელინა ჯოლის გარეგნობა მსოფლიოში უამრავ ადამიანს უბიძგებს პლასტიკური ქირურგიისკენ, თუმცა მსახიობი უარს ამბობს ამგვარ ჩარევებზე. „არასდროს არაფერი შემიცვლია ჩემს გარეგნობაში და არც ვაპირებ, მაგრამ თუ ეს ვინმეს ბედნიერს გახდის, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია“ - ამბობდა ის.

ის არ იკეთებს მაკიაჟს უმიზეზოდ

ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუკი მას კამერებთან გამოჩენა ან მნიშვნელოვანი შეხვედრების ჩატარება არ უწევს, ანჯელინა ჯოლი უარს ამბობს მაკიაჟზე. მისი დერმატოლოგის განმარტებით, ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ აქვს მას ასეთი იდეალური კანი. გარდა ამისა, მსახიობის ვიზაჟისტი ყოველთვის ხარისხიან და წინასწარ შერჩეულ პროდუქტებს იყენებს.

ის კანის მოვლის საკუთარ რუტინას მიჰყვება


სწორი და მსუბუქი წმენდა ის პროცედურაა, რასაც ანჯელინა ჯოლი ხშირად იტარებს. ამისთვის ის უფრო ხშირად ბუნებრივ პროდუქტებს იყენებს. როგორც მისი დერმატოლოგი ამბობს, მსახიობს დედისგან ბუნებრივად ნაზი და ხავერდოვანი კანი გამოჰყვა. ამიტომ მას უხეში და ძლიერი სკრაბების გამოყენება არ სჭირდება.


ის არ უგულებელყოფს თავის მოვლის რუტინას მოგზაურობის დროსაც კი


ანჯელინა ჯოლი დასვენების დროსაც კი არ აძლევს თავს უფლებას, უარი თქვას თავის მოვლის რუტინაზე. პირიქით, მოგზაურობის დროს ის უფრო მეტად ზრუნავს კანზე და იყენებს ქიმიკატებისგან თავისუფალ, ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებულ პროდუქტებს.

 

 

big_banner
არქივი