logo_geo
ჩრდილოეთის კვანძის გაერთიანება ურანთან - რას უნდა ველოდოთ იშვიათი ასტროლოგიური მოვლენისგან, რომელიც 31 ივლისს მოხდება
- +

29 ივლისი. 2022. 17:51

ჩრდილოეთის კარმული კვანძი ურანთან 2022 წლის 31 ივლისს გაერთიანდება. აღნიშნული კომბინაცია კი მხოლოდ 168 წლის შემდეგ განმეორდება. სპეციალისტების თქმით, ეს იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა მსოფლიოში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს.

ამ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობს და მოუნდებათ, საკუთარი გრძნობები, ემოციები გამოხატონ. ჩრდილოეთის კვანძი კუროს ნიშანში ადამიანებს სულიერ სიმშვიდეს მოუტანს. თუ ახლა ნეგატიური ემოციებით ხართ დამძიმებული, განიცდით სულიერ ტანჯვას, გგონიათ, რომ უკეთესი დღეები აღარ იქნება - დამშვიდდით, ეს ასტროლოგიური მოვლენა თქვენს ნეგატიურ ემოციებს აუცილებლად შეცვლის და მოტივაციასაც მოგცემთ. ბევრი ადამიანი ფინანსურ სარგებელსაც მიიღებს. ზოგი კი ლიდერულ პოზიციას დაიკავებს. თუმცა, აუცილებელია აგვისტოსთვის მოემზადოთ და გარკვეული დანაზოგი მაინც გააკეთოთ. მატერიალური საკითხების გადაჭრის პარალელურად, ეცადეთ დრო ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც დაუთმოთ.

იმისათვის, რომ ფინანსურად არ იზარალოთ, ამ პერიოდში მხოლოდ ძალიან ახლობლებს ენდეთ. ინტელექტუალური თვალსაზრისით კი შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებას გაგიზიარებთ და თქვენ ეს პროფესიულ და პიროვნულ ზრდაში დაგეხმარებათ.

არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, ჩრდილოეთის კვანძი ძალიან ბევრ ადამიანს აიძულებს, წარსულს გადახედოს, კიდევ ერთხელ გაიაზროს იქ დაშვებული შეცდომები და სამომავლოდ გაითვალისწინოს. ასევე, ამ დღეს განსაკუთრებით ერიდეთ კამათსა და კონფლიქტებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 31 ივლისი ემოციურად ძალიან ძლიერი იქნება, ამიტომაც არ ღირს ადამიანების წყენინება, მით უფრო, რომ შესაძლოა შემდეგ დღეებში აღმოაჩინოთ, რომ ეს უმიზეზოდ გააკეთეთ. შეიქმენით დადებითი განწყობა, მართეთ თქვენი გრძნობები და წარმატებასა და სულიერ სიმშვიდეს აუცილებლად იპოვით.

 

 

big_banner
არქივი