logo_geo
„იმედი მაქვს, შენ ჩემი დიდი ნუგეში იქნები“ - ანა ფრანკის დღიური
- +

30 ნოემბერი. 2016. 04:04


„იმედი მაქვს, შემიძლია განდო შენ ყველაფერი, განდო ისე, როგორც აქამდე არავის მივნდობივარ, იმედი მაქვს, შენ ჩემი დიდი ნუგეში იქნები",- ეს პირველი ჩანაწერია, რომელიც ანა ფრანკმა 1942 წლის 12 ივნისს თავის დღიურში გააკეთა.


ვინ იყო ანა ფრანკი...


ებრაელი გოგონა ანა ფრანკი დაიბადა 1929 წლის 12 ივნისს. დღიური ანამ საკუთარ დაბადების დღეზე მიიღო, რომელმაც მსოფლიო აღიარება ჰპოვა, რადგან ის წარმოადგენს ნაცისტების სისასტიკის მამხილებელ საბუთს.


1933 წელს, როგორც კი გერმანიაში ფაშისტური რეჟიმი დამყარდა, ოტო ფრანკმა (ანას მამამ) ოჯახი ჰოლანდიაში გადაყვანა და ფაშისტების რისხვას განერიდა. თითქოსდა ახლად დაწყებული ცხოვრება მშვიდად მიდიოდა, მაგრამ გერმანიამ ჰოლამდიაც დაიწყო და კვლავ დაიწყო ებრაელების შეუბრალებელი დევნა. ოტო ფრანკს, ამ მძიმე ვითარებაში, ერჩივნა დამალულიყო. მან „თავშესაფრის" მზადება დაიწყო. როგორც კი მის უფროს ქლიშვილს-მარგოს გესტაპოდან უწყება მოუვიდა, მისი ოჯახი თავშესაფარში გადავიდა.


ანამ დღიურის წერა  13 წლის ასაკში დაიწყო, ოთხკედელშუა მან ორი წელიწადი გაატარა.


„კიწი"- ანამ დღიურს ასე შეარქვა. ის ახალი დღის აღწერას იწყებს სიტყვებით- „ძვირფასო კიწი" და ჩანაწერის შემდეგ ხშირად წერს „ანა"-ს.


ის ყოველთვის მოკლედ და გასაგებად გადმოსცემდა თავის გრძნობებს:


„კვირა, 14 ივნისი, 1942


პარასკევს დილის ექვს საათზე გამეღვიძა. ეს გასაგებიცაა, ჩემი დაბადების დღე იყო. მაგრამ ასე ადრე ადგომის უფლება არ მქონდა და სანამ შვიდს თხუთმეტი დააკლდებოდა, ცნობისმოყვარეობა უნდა დამეოკებინა. მეტ ხანს ვეღარ გავძელი. გავიქეცი სასადილო ოთახში, სადაც ჩვენი პატარა კატა, მორჰენი, ძალზე ალერსიანად შემომეგება. რვა რომ დაიწყო, მშობლებს მივაკითხე და მათთან ერთად სასტუმრო ოთახში გავედი: მინდოდა, საჩუქრები მენახა და ამომელაგებინა. ყველაზე ადრე შენ დაგინახე, ჩემო დღიურო, და ეს მართლაც საუცხოო საჩუქარი იყო. დამხვდა აგრეთვე ვარდების თაიგული, კაქტუსი, ტყის ყაყაჩოს რამდენიმე შტო. ეს იყო ყვავილების პირველი სალამი, შემდეგ კი უფრო მეტი მომართვეს.

 

მამამ და დედამ რა არ მაჩუქეს, მეგობრებმაც ძალზე გამანებივრეს. სხვათა შორის მივიღე "Camera Obscura", თავშესაქცევი და თავსამტვრევი სათამაშოები, უამრავი სასუსნავი, გულის ქინძისთავი, იოზეფ კოჰენის "ჰოლანდიური საგები და ლეგენდები", კიდევ ერთი მშვენიერი წიგნი: "დეზის საარდადეგებო მოგზაურობა მთებში" და ფული. ამ ფულით მერე ბერძნული და რომაული საგმირო თქმულებები ვიყიდე. შესანიშნავია!

 

შემდეგ ლისიმ გამომიარა და სკოლაში წავედით. ჯერ მასწავლებლებსა და თანაკლასელებს კანფეტებით გავუმასპინძლდი , მერე სწავლას შევუდექით.

 

ჯერ ეს იყოს. რა მიხარია, შენ რომ გამიჩნდი!"

 

 

 

 

 


 

big_banner
არქივი