logo_geo
კრაკოვიდან თბილისამდე 1998 კილომეტრია - ნავიგატორი „ვაველის სასახლესთან“
- +

2 ივნისი. 2017. 14:06



პოლონეთის სამეფო ქალაქ კრაკოვში, „ვაველის სასახლის" წინ დგას საინფორმაციო დაფა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებამდე მანძილი და მიმართულებაა მითითებული. ედინბურგის, ფრანკფურტის, ორლეანის, ლიონისა და ბრატისლავას შორის, მოხსენიებულია თბილისიც, რომელთანაც კრაკოვს 1998 კილომეტრი აშორებს.


​​ფოტო ​და კრაკოვის შესახებ რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია „სითი კვირას", რადიო „თავისუფლების" ჟურნალისტმა კახა მჭედლიძემ მიაწოდა.


სამეფო დედაქალაქად წოდებული კრაკოვი, პოლონეთის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქია.   მისი ძველი ნაწილი იუნესკოს მიერ, მსოფლიო მემკვიდრეობად არის მიჩნეული. იგი მდებარეობს მდინარე ვისლას სანაპიროზე, „მალოპოლსკას" რეგიონში, დედაქალაქიდან სამხრეთით 250 კმ-ში.


​როგორც „სითი კვირას" კახა მჭედლიძემ განუცხადა, გალავანშემოვლებული ქალაქის მთავარი შესასვლელია „ბარბაკანი". ის მეთხუთმეტე საუკუნის მიწურულს ააგეს და გარშემორტყმული იყო თხრილით და არხებით. ქალაქში შეღწევა პირდაპირი გზით შეუძლებელი იყო, რაც ქალაქის დამცველებს საშუალებას აძლევდა, კარიბჭეს მიმდგარი მტერი გალავნის სათოფურებიდან მიზანში თავისუფლად ამოეღოთ. „ბარბაკანის" შესასვლელებში მოწყობილი იყო ასაწევი ხიდი. ასეთივე ხიდი აკავშირებდა მას კრაკოვის მთავარი კარიბჭის კოშკთან.


„ბარბაკანის" შემდეგ მნიშვნელოვანი თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა წმინდა ფლორიანის კარიბჭის კოშკს, რომელიც XIV საუკუნით თარიღდება. ამჟამად კოშკთან ქუჩის მუსიკოსებს შეხვდებით, რომლებიც სილეზიის ფოლკლორული ჰანგებით ალამაზებენ ძველი ქალაქის მთავარ ქუჩას. ქუჩის ბოლოში კი მოჩანს კრაკოვის მთავარი მოედანი.


Rynek Główny (რინეკ გლუვნი) - ბაზრის მოედანი, შუა საუკუნეების ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ურბანულ სივრცედ ითვლება. მოედანი XIII საუკუნეში ჩამოყალიბდა და დღეს ტურისტების თავშეყრის მთავარ ადგილ წარმოადგენს. მოედნის შუაგულში განლაგებული რატუშის შიგნით ბაზარი ახლაც ფუნქციონირებს და ძირითადად ტურისტული სუვენირები იყიდება. თუმცა სხვადასხვა დღესასწაულებზე ბაზრის მოედანზე ბაზრობები და კონცერტებიც იმართება.


მოედნის გარშემო უამრავი კაფე და რესტორანია, მათ შორის არის ქართულ რესტორნად ცნობილი „გრუზინსკი ხაჭაპური".


​მდინარე ვისლას სანაპიროზე, ვაველის ციხესიმაგრის კედლებთან ხშირად იმართება ბაზრობები, სადაც ქალაქის სტუმრებს შეუძლიათ გემრიელად წაიხემსონ, შემდეგ კი „ვაველის სასახლე" დაათვალიერონ. მდინარის მეორე სანაპიროზე, ოსკარ შინდლერის ფაბრიკის გვერდით, კიდევ ერთი ქართული წერტილი კრაკოვში, ქართული ღვინის მაღაზია მდებარეობს. ​


ქალაქში გადაადგილებისას აქტიურად იყენებენ ველოსიპედს, კრაკოვში მოძრაობს ტრამვაი. ქვაფენილის ქუჩები ქალაქს განსაკუთრებულ კოლორიტს და ესთეტიკას სძენს.

 

Description: http://www.city.kvira.ge/wp-content/uploads/2017/05/k1.png

 

 

Description: http://www.city.kvira.ge/wp-content/uploads/2017/05/k2.png

 

 

Description: http://www.city.kvira.ge/wp-content/uploads/2017/05/k3.png

 

 

Description: http://www.city.kvira.ge/wp-content/uploads/2017/05/k4.png

 

 

Description: http://www.city.kvira.ge/wp-content/uploads/2017/05/k5.png

 

 

Description: http://www.city.kvira.ge/wp-content/uploads/2017/05/k6.png

 

 

Description: http://www.city.kvira.ge/wp-content/uploads/2017/05/k7.png

 

 

Description: http://www.city.kvira.ge/wp-content/uploads/2017/05/k8.png

 

 

Description: http://www.city.kvira.ge/wp-content/uploads/2017/05/k9.png

 

 

Description: http://www.city.kvira.ge/wp-content/uploads/2017/05/k10.png

 

 

Description: http://www.city.kvira.ge/wp-content/uploads/2017/05/k11.png

 

 

Description: http://www.city.kvira.ge/wp-content/uploads/2017/05/k12.png

 

 

Description: http://www.city.kvira.ge/wp-content/uploads/2017/05/k13.png

 

 

Description: http://www.city.kvira.ge/wp-content/uploads/2017/05/k14.png

 

 

Description: http://www.city.kvira.ge/wp-content/uploads/2017/05/k15.png

 

 

Description: http://www.city.kvira.ge/wp-content/uploads/2017/05/k16.png

 

 

Description: http://www.city.kvira.ge/wp-content/uploads/2017/05/k18.png

 

 

Description: http://www.city.kvira.ge/wp-content/uploads/2017/05/k19.png

 

 

Description: http://www.city.kvira.ge/wp-content/uploads/2017/05/k20.png

 

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი