logo_geo
როგორ გამოიყურება Apple-ის ახალი სათავო ოფისი
- +

2 ივნისი. 2017. 14:31

 

Apple Park-ის სახელით ცნობილი Apple-ს ახალი სათავო ოფისი აპრილში გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ Apple-ს ზოგიერთი თანამშრომელი ახალ შტაბში მუშაობას უკვე შეუდგა, ოფისის სრულ დაკომპლექტებას კომპანია მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვარაუდობს. როგორც ცნობილია, Apple Park-ში სულ 12 000-ზე მეტი თანამშრომლის გადაყვანა იგეგმება. 260 000 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე, 4-სართულიანი შენობა აღჭურვილია მაღალი ხარისხის მზის პანელებით, რაც ენერგიის განახლების საშუალებას იძლევა. ამის გარდა, შენობაში განთავსებულია მიწისქვეშა თატრი, რამდენიმე ავტოფარეხი და 100 000 კვადრატული ფუტი ფართობის ფიტნეს ცენტრი კომპანიის თანამშრომლებისთვის. შენობის ავტოსადგომი 14 200 ავტომობილზეა გათვლილი. არქიტექტორული სტილით, შენობა ნეო-ფუტურიზმს მიეკუთვნება. აღნიშნულ პროექტზე Apple-მ 5 მილიარდი დოლარი დახარჯა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი