logo_geo
როგორია მოდური ტენდენციები ინტერიერის დიზაინში 2017 წელს - რჩევები დიზაინერებისგან!
- +

2 ივნისი. 2017. 23:54



თანამედროვე მოდა ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს. ამიტომ, ეს უკანასკნელი არა მარტო ფეხსაცმელზე, ტანსაცმელსა თუ მაკიაჟზე ახდენს ზეგავლენას, არამედ ინტერიერის დიზაინზეც. 2017 წელი ახალი მოდური ტენდენციების დასაბამია და საცხოვრებლის დეკორირებაში მან უკვე დაამკვიდრა თავისი პოზიციები. დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილავთ 2017 წლის პოპულარულ სტილებს: ინდუსტრიული, მინიმალისტურ-სკანდინავიური, მაღალ-ტექნოლოგიური და ქანთრი. ამ ყველაფერს კი, წელს ესთეტიკას ხმელთაშუა ზღვის სტილი დაუმატებს.




2017 წელს პოპულარულია მიწის, ზღვის, ქვებისა და წყალმცენარეების ფერები და მოტივები. ნატურალური ქვა ან მისი იმიტაცია მონაწილეობს ყველაზე მოდური დიზაინერული ინტერიერის პროექტებში. შიშველი ბეტონი, უხეში თაბაშირი, მრავალფეროვანი კლინკერი - ამით მატერიებზე ეკონომიასაც დაზოგავთ და მოდის ტენდენციებსაც აუწყობთ ფეხს. პრიალა ფილის ნაცვლად მოდური, ე.წ. ტერაკოტა (გამომწვარი თიხა) იქნება. გასაოცარია, მაგრამ ის ხშირად გამოიყენებოდა 90-იან წლებში. 20-25 წლის შემდეგ ის კვლავ ტრენდულია. პოპულარობას არ კარგავს დიდი ფილებისა და თხელი მოზაიკის ტანდემი. ინტერიერში ხშირად შეხვდებით ლითონის ზედაპირზე ხის, ტყავის, ქსოვილის ჩანართებს. ტრენდულია ხავერდის, ტყავის ან 3D კედლის პანელი. საინტერესოა, რომ ხეს დაუმუშავებელი უხეში ტექსტურა ანაცვლებს.



რაც შეეხება ფერებს, 2017 წლის ინტერიერში - ოქროსფერი, სპილენძისფერი და თითბერის ფერი - ბრწყინვალე მოდურ ტრიოს წარმოადგენს. სპილენძისა და თითბერის ფერების მიმზიდველობა მათი მოწითალო შეფერილობა გახლავთ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისინი შეგიძლიათ შეახამოთ თხელ, თეთრ კერამიკასთან. ახალი ტენდენციები ცივ ვერცხლისფერს და ქრომით დაფარულ ფოლადისფერს არ წყალობენ. მაგრამ თუ ეს ფერები თქვენ ძალიან გიყვართ, შეგიძლიათ მათი გლუვი ვარიანტი გამოიყენოთ. 2017 წელი გეომეტრიული დიზაინის წელია. მკაცრი გეომეტრია უჩვეულო და საუცხოოა. ის სახლს სტაბილურობითა და წესრიგის შეგრძნებებით ავსებს. 2017 წლის ინტერიერში ტენდენციაა გეომეტრიული ფიგურები ტექსტილსა თუ კედლებზე. ერთი ან რამდენიმე ელემენტი ერთ ოთახში საკმარისი იქნება. აქტუალურია, უჩვეულო დიზაინის მქონე მაგიდისა და სკამის ფეხებიც, რომლებიც გეომეტრიული პოლიგენური ფორმებიდან მომდინარეობს. კუბები - კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც 2017 წლის ინტერიერის დიზაინისთვის საკმაოდ მოდურია. კედლის 3D პანელები კი მსოფლიო ტრენდი გახდა.



რაც შეეხება ავეჯს, მასიური ავეჯი, ადამიანისთვის და ბუნებისთვის საშიში მატერიები წარსულს ბარდება. მხოლოდ მსუბუქი ავეჯი და ფართოდ გახსნილი თაროები - აი რა არის წელს და რა იქნება მომავალ წელსაც აქტუალური. გახსოვდეთ, რომ მოდა, ბრუნვადია. ზუსტად ესაა მისი შარმი. ამიტომ სახლის მოწყობისას პირველ რიგში ის გაითვალისწინეთ, რომ მასში უნდა იცხოვროთ, ხოლო ბოლო ტენდენციები - ეს უბრალოდ შესანიშნავი დეკორაციებია.


წყარო: http://metra.ge

 

 

 

big_banner
არქივი