logo_geo
8 საშინელი ავიაკატასტროფა სპორტის ისტორიაში
- +

1 დეკემბერი. 2016. 10:50


კოლუმბიაში მომხდარმა ავიაკატასტროფამ, რომელმაც ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის წევრების სიცოცხლე იმსხვერპლა, მსოფლიო შეძრა. თუმცა მსოფლიო სპორტის ისტორიაში მრავლად ყოფილა მსგავსი ტრაგედიები, როდესაც ავიაკატასტროფას სწორედ სპორტსმენები, ზოგჯერ კი სპორტსმენთა მთელი გუნდი ეწირებოდა:


1949 - „ტორინო"


1949 წლის მაისში იტალიური საფეხბურთო კლუბის „ტორინოს" თვითმფრინავი, ტურინთან ახლოს მთებში ჩამოვარდა. დაიღუპა 31 ადამიანი. იმ დროისთვის „ტორინო" წამყვანი იტალიური კლუბი იყო.

 


1958 - ავიაკატასტროფა მიუხენში


თვითმფრინავი, რომელშიც „მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები იმყოფებოდნენ ასაფრენ ბილიკზე ჩამოვარდა. დაიღუპა 8 ფეხბურთელი და კიდევ 15 ადამიანი. ავარიის მიზეზი ძლიერი თოვა გახდა. თვითმფრინავმა რამდენიმე ცდის მიუხედავად სიმაღლე ვერ აიღო და ასაფრენ ბილიკზე ჩამოვარდა. დაეჯახა აეროპორტის ღობეს, შემდეგ კი აეროპორტთან მდებარე სახლებსაც.

 

1961 - აშშ-ის ნაკრები ფიგურულ სრიალში


აშშ-ის ნაკრების ყველა წევრი, 18 ადამიანი დაიღუპა მაშინ როდესაც მათი „ბოინგი", რომელიც ნიუ იორკი-ბრიუსელის რეისს ასრულებდა, ბრიუსელის აეროპორტში დაჯდომისას ჩამოვარდა. მთლიანად კატასტროფას 73 ადამიანი ემსხვერპლა. სპორტსმენები პრაღაში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად მიემართებოდნენ. მათი ხსოვნის პატივსაცემად ჩემპიონატი გადაიდო.

 

 

1972 - ცოცხლად გადარჩენილები!


1972 წლის 13 ოქტომბერს, პარასკევს, ურუგვაის ავიაციის ავიალაინერი Fairchild FH-227D ასრულებდა რეისს მონტევიდეო-სანტიაგო. მის ბორტზე ეკიპაჟის 5 წევრი და 40 მგზავრი იმყოფებოდა (მორაგბეთა კლუბ „ოლდ კრისჩენსის" წევრები, მათი ახლობლები და სპონსორები).


სანტიაგოსთან მიახლოებისას ლაინერი ციკლონში მოხვდა, კლდეს შეეჯახა და მთებში ჩამოვარდა.


ის, რომ კატასტროფას ყველა მგზავრი არ ემსხვერპლა, მაშველებმა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ორმა გადარჩენილმა 10 დღის სიარულის შემდეგ ანდების მთებში მწყემსების სადგომამდე მიაღწია.


ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრებს მთლიანობაში მთებში 2 თვის გატარება მოუწიათ, მათგან 14 გადარჩა.


ამ ისტორიაზე წიგნი დაიწერა და 1993 წელს ფილმიც გადაიღეს „გადარჩენილები"- Alive, სადაც აღწერილია, კატასტროფას გადარჩენილი მგზავრები როგორ ჭამდნენ მათი დაღუპული მეგობრების ხორცს, რათა შიმშილით არ დახოცილიყვნენ.

 

 

1979 - ტაშკენტიახორ"


1979 წლის აგვისტოში საფეხბურთო კლუბ „ფახთაქორის" 17 წევრი დაიღუპა მაშინ, როდესაც მათი თვითმფრინავი Ту-134 უკრაინის საჰაერო სივრცეში აეროფლოტის მეორე თვითმფრინავს შეეჯახა. ორივე თვითმფრინავის ბორტზე მთლიანობაში 178 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ყველა დაიღუპა. დამნაშავეებად დისპეტჩერები ცნეს, რომელთა არასწორი მითითებების გამო თვითმფრინავები ერთ კურსზე აღმოჩნდნენ.


საბჭოთა კავშირის სხვა საფეხბურთო კლუბებმა მოთამაშეები გამოყვეს იმისთვის, რომ „ფახთაქორის" შემადგენლობა შევსებულიყო და მას სათამაშო სეზონი დაესრულებინა.

 

 

1987- „ალიანსა ლიმა"


პერუს საფეხბურთო კლუბი „ალიანსა ლიმა" ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული იყო. ისინი დედაქალაქში ბრუნდებოდნენ, როდესაც მათი თვითმფრინავი აეროპორტში დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე ზღვაში ჩავარდა, დაიღუპა მთელი გუნდი, 43 ადამიანი. ერთადერთი, ვინც ავიაკატასტროფას გადაურჩა, თვითმფრინავის პილოტი იყო.

 


1993 - ზამბიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები


ზამბიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 18 წევრი დაიღუპა მაშინ , როდესაც ზამბიის ავიაციის კუთვნილი თვითმფრინავით მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მონაწილეობის მისაღებად მიემართებოდა. ავიაკატასტროფა 1993 წლის 27 აპრილს გაბონის სანაპიროსთან მოხდა. ავიაკატასტროფიდან 10 წლის შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა.


 

2011- ჰოკეისტთა გუნდილოკომოტივი", იაროსლავი


2011 წლის სექტემბერში მომხდარმა კატასტროფამ რუსეთის სამგზის ჩემპიონი გუნდი მთლიანად იმსხვერპლა. ისინი სეზონის პირველი თამაშის გასამართად ბელარუსში მიფრინავდნენ, რა დროსაც მათი თვითმფრინავი მიწაზე ჩამოვარდა და დაიწვა. ავიაკატასტროფის შედეგად 36 ჰოკეისტი და სპორტის ჩინოვნიკი დაიღუპა, ასევე ეკიპაჟის 7 წევრიც. ერთი ჰოკეისტი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.




 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი