logo_geo
შემწვარი კარტოფილი ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის
- +

17 ივნისი. 2017. 03:04



შემწვარი კარტოფილი ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის. ამ დასკვნამდე იტალიელი, ამერიკელი, ესპანელი და ბრიტანელი მეცნიერებისგან შემდგარი ჯგუფი მივიდა. შესაბამისი კვლევა სამეცნიერო ჟურნალში American Journal of Clinical Nutrition ქვეყნდება.


დასკვნამდე მკვლევარები 4400 მოხალისეზე რვაწლიანი დაკვირვების შემდეგ მივიდნენ. ამ დროის განმავლობაში 236 პაციენტი გარდაიცვალა.


განსაკუთრებული ყურადღება მეცნიერებმა კვებით ჩვევებზე გაამახვილეს და გაარკვიეს, რომ შემწვარი კარტოფილის თუნდაც კვირაში ორჯერ მიღება ადრეული სიკვდილის რისკს ორჯერ ზრდის. კვლევაში აღინიშნება, რომ ასეთი რისკის მატარებელი არ არის გამომცხვარი და მოხარშული კარტოფილის მიღება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი